რიბონუკლეინის მჟავა
რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) — პოლინუკლეოტიდი. დნმ-ისგან განსხვავებით მისი მოლეკულა ერთჯაჭვიანია. რნმ მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში.
უჯრედში არის რამდენიმე სახის რნმ. პირველი სახის — რნმ-სატრანსპორტოა (ტ-რნმ). ზომების მიხედვით ეს ყველაზე პატარა რნმ-ა. ის აკავშირებს ამინომჟავებს და გადააქვს ცილის სინთეზის ადგილზე. მეორე სახის — რნმ ინფორმაციულია (ი-რნმ). ზომების მიხედვით 10-ჯერ დიდია ტ-რნმ-ზე. მისი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ინფორმაცია სტრუქტურის შესახებ გადაიტანოს დნმ-დან ცილის სინთეზის ადგილზე. მესამე სახეა — რიბოსომული რნმ (რ-რნმ). მას აქვს ყველაზე დიდი მოლეკულები და შედის რიბოსომის შემადგენლობაში.
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიბონუკლეინის მჟავის ყოველი ნუკლეოტიდი შეიცავს საქარიდ რიბოზას, ფოსფორმჟავას ნაშთს და ერთ-ერთ აზოტოვან ფუძეს — ადენინი (A), გუანინი (G), ციტოზინი (C), ან ურაცილი (U).
ადენინი | გუანინი | ციტოზინი | ურაცილი | ნუკლეოტიდი ციტოზინით | ნუკლეოტიდი ურაცილით |