რიბოზა
იერსახე
| ბეტა-D-რიბოზა | |
| ზოგადი | |
|---|---|
| სისტემური სახელწოდება | (3R,4S,5R)-5-(ჰიდროქსიმეთილ)ტეტრაჰიდროფურან-2,3,4-ტრიოლი |
| ქიმიური ფორმულა | C5H10O5 |
| მოლური მასა | 150,13 გ/მოლი |
| ფიზიკური თვისებები | |
| სიმკვრივე | 0.8 გ/სმ³ |
| თერმული თვისებები | |
| დნობის ტემპერატურა | 90 °C |
| კლასიფიკაცია | |
| CAS | 50-69-1 |

რიბოზა — პენტოზების ჯგუფის მონოსაქარიდი, უფერო კრისტალები, ადვილად იხსნებიან წყალში და აქვთ ტკბილი გემო. არაბინოზის ეპიმერი. აღმოაჩინეს 1905 წელს.
ბიოლოგიური როლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიბოზა შედის რიბონუკლეინის მჟავის, ადენოზინის, ნუკლეოტიდებისა და სხვა მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ნივთიერებების შემადგენლობაში.
რიბოზა წარმოადგენს რნმ-ის კომპონენტს და გამოიყენება გენეტიკური ტრანსკრიფციის დროს. რიბოზის ნაწარმი — დეზოქსირიბოზა წარმოადგენს დნმ-ის კომპონენტს. აგრეთვე რიბოზა შედის ატფ-ისა და მეტაბოლიზმში მონაწილე ზოგიერთი სხვა ნივთიერების შემადგენლობაში.