შინაარსზე გადასვლა

ადენოზინტრიფოსფორმჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადენოზინტრიფოსფატი
ადენოზინტრიფოსფორმჟავა: ქიმიური ფორმულა
ადენოზინტრიფოსფორმჟავა: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულაC10H16N5O13P3
მოლური მასა507.18 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.04(დინატრიუმის მარილი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა187(დინატრიუმის მარილი) °C
ქიმიური თვისებები
pKa6.5

ადენოზინტრიფოსფატი (ან ადენოზინტრიფოსფორმჟავა; ატფ) — უჯრედის ენერგიის უშუალო წყაროა. უჯრედის ყველა ფუნქცია — მოძრაობა, ბიოსინთეზი, ელექტრული სიგნალების წარმოქმნა და სხვა — დამოკიდებულია იმ ენერგიაზე, რომელიც ატფ-ს ჰიდროლიზის შედეგად გამოიყოფა. ატფ გვხვდება როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ უჯრედებში.

ატფ ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ნუკლეოტიდებს მიეკუთვნება. იგი შედგება ადენოზინისა და ფოსფატის სამი ჯგუფისგან. ხოლო ადენოზინი შედგება აზოტოვანი ფუძე ადენინისა და მონოსაქარიდ რიბოზისგან. ატფ-ს ემპირიული ფორმულაა:

ატფ-ს მოლეკულური სტუქტურა არასტაბილურია. იგი სპეციფიკური ფერმენტების ზეგავლენით განიცდის ჰიდროლიზს — იერთებს წყლის მოლეკულას და იხლიჩება:

საბოლოო ფოსფატის (γ-ფოსფატის) ჯგუფის დაკარგვა იწვევს ატფ-ს ადენოზინდიფოსფატად (ადფ) ან ადენოზინმონოფოსფატად (ამფ) გარდაქმნას. ამ რეაქციის შედეგად გამოიყოფა დაახლოებით 30–60 კჯ/მოლი ენერგია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]