ნუკლეოტიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გავრცელებული ნიკლეოტიდების სტრუქტურული ელემენტები

ნუკლეოტიდები, ადენოზინფოსფორის მჟავები — ადენოზინის მონო-, დი-, და ტრიფოსფორის ეთერები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი, ნახშირწყალი რიბოზა და ფოსფორმჟავას ერთი (ამფ), ორი (ადფ) ან სამი (ატფ) ნაშთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი უჯრედის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაში. ადფ-სა და ატფ-ში ქიმიური ენერგიის დიდი მარაგია, რის გამოც მათ მაკროერგულ ნაერთებს უწოდებენ. ფოსფორმჟავას ნაშთის დაკარგვისას თავისუფლდება ენერგია, რომელიც ხმარდება უჯრედში მიმდინარე სასიცოხცლო პროცესების შესრულებას, უპირველეს ყოვლისა — ცილების ბიოსინთეზს.

ადენოზინმონოფოსფორმჟავა (ამფ) შეიცავს ფოსფორმჟავას ერთ ნაშთს. მოლური მასა 347,23 გ/მოლი. ამფ-ს გარდა ატფ იმ კოფერმენტების (ნიკოტინ-ადენილდინუკლეოტიდი — ნად და ფლავინ-ადენილდინუკლეოტიდი — ფად) კომპონენტია, რომლებიც მონაწილეობენ ჟანგვა-აღდგენითს რეაქციებში. გარდა ამისა, ამფ კოენზიმ A-ს შემადგენელი ნაწილია. ადენოზინდიფოსფორმჟავა (ადფ) შეიცავს ფოსფორმჟავას ორ ნაშთს. მოლური მასა 427,22 გ/მოლი. მიიღება ატფ-იდან ფოსფორმჟავას ერთი ნაშთის დაკარგვისას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგვით ფოსფორილირებასა და ენერგეტიკულ ცვლაში. ადენოზინტრიფოსფორმჟავა (ატფ) შეიცავს ფოსფორმჟავას სამ ნაშთს. მოლური მასა 507,21 გ/მოლი. სუბსტრატია ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზისათვის. ადენოზინტრიფოსფატაზების მოქმედებით ატფ კარგავს ფოსფარმჟავას ერთ ან ორ მოლეკულას; წარმოიქმნება ადენოზინდისფოსფორმჟავა (ადფ) ან ადენოზინმონოფოსფორმჟავა (ამფ) და თავისუფლდება ენერგიის დიდი რაოდენობა. ეს ენერგია გამოიყენება კუნთის შეკუმშვის, ჯირკვლების სეკრეციის, ცილებისა და სხვა ნაერთების ბიოსინთეზისათვის. ატფ უჯრედის ფუნქციური მოქმედებისათვის საჭირო ენერგიის მთავარი წყაროა. უჯრედი მას დიდი რაოდენობით მოითხოვს. ამიტომ განუწყვეტლივ ხდება მისი ხელხახლი სინთეზი, ძირითადად ნახშირწყლების დაშლის დროს მიღებული ენერგიის ხარჯზე. ამით აიხსნება ის, რომ უჯრედში ატფ-ის რაოდენობა არ იცვლება. ჟანგვითი ფოსფოლირილება — ქიმიური ენერგიის გამოყენება ატგ-ის სინთეზისათვის — მიმდინარეობს მიტოქონდრიებში. ადენოზინფოსფორის ების შესწავლის ერთ-ერთ უკანასკნელ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ციკლური ადენილის მჟავას აღმოჩენა, რომელიც მიიღება ატფ-ზე ფერმენტ ციკლაზის კატალიზური მოქმედებით. ციკლური ადენილის მჟავა ააქტივებს იმ ელემენტების მოქმედებას, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედის ენერგეტილულ ცვლაში. ატფ-ის დინატრიუმისა და მონოკალციუმის მარილების ხსნარს იყენებენ კუნთების დისტროფიის, გულისა და პერიფერიული სისხლძაღვების სპაზმის სამკურნალოდ. ახლად გადატანილი გულის კუნთის ინფარქტისა და ფილტვების ანთებითი ხასიათოს დაავადებათა დროს მისი გამოყენება არ შეიძება.

ნუკლეოტიდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებული ნუკლეოტიდებია:

AMP chemical structure.png
ადენოზინის მონოფოსფატი
AMP
ADP chemical structure.png
ადენოზინის დიფოსფატი
ADP
ATP chemical structure.png
ადენოზინის ტრიფოსფატი
ATP
GMP chemical structure.png
გუანოზინის მონოფოსფატი
GMP
GDP chemical structure.png
გუანოზინის დიფოსფატი
GDP
GTP chemical structure.png
გუანოზინის ტრიფოსფატი
GTP
TMP chemical structure.png
თიმიდინის მონოფოსფატი
TMP
TDP chemical structure.png
თიმიდინის დიფოსფატი
TDP
TTP chemical structure.png
თიმიდინის ტრიფოსფატი
TTP
UMP chemical structure.png
ურიდინის მონოფოსფატი
UMP
UDP chemical structure.png
ურიდინის დიფოსფატი
UDP
UTP chemical structure.png
ურიდინის ტრიფოსფატი
UTP
CMP chemical structure.png
ციტიდინის მონოფოსფატი
CMP
CDP chemical structure.png
ციტიდინის დიფოსფატი
CDP
CTP chemical structure.png
ციტიდინის ტრიფოსფატი
CTP

დეზოქსინუკლეოტიდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებული დეზოქსინუკლეოტიდებია:

DAMP chemical structure.png
დეზოქსიადენოზინის მონოფოსფატი
dAMP
DADP chemical structure.png
დეზოქსიადენოზინის დიფოსფატი
dADP
DATP chemical structure.png
დეზოქსიადენოზინის ტრიფოსფატი
dATP
DGMP chemical structure.png
დეზოქსიგუანოზინის მონოფოსფატი
dGMP
DGDP chemical structure.png
დეზოქსიგუანოზინის დიფოსფატი
dGDP
DGTP chemical structure.png
დეზოქსიგუანოზინის ტრიფოსფატი
dGTP
DTMP chemical structure.png
დეზოქსითიმიდინის მონოფოსფატი
dTMP
DTDP chemical structure.png
დეზოქსითიმიდინის დიფოსფატი
TDP
DTTP chemical structure.png
დეზოქსითიმიდინის ტრიფოსფატი
dTTP
DUMP chemical structure.png
დეზოქსიურიდინის მონოფოსფატი
dUMP
DUDP chemical structure.png
დეზოქსიურიდინის დიფოსფატი
dUDP
DUTP chemical structure.png
დეზოქსიურიდინის ტრიფოსფატი
dUTP
DCMP chemical structure.png
დეზოქსიციტიდინის მონოფოსფატი
dCMP
DCDP chemical structure.png
დეზოქსიციტიდინის დიფოსფატი
dCDP
DCTP chemical structure.png
დეზოქსიციტიდინის ტრიფოსფატი
dCTP

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]