შინაარსზე გადასვლა

რეხის ბრძოლა (842)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეხის ბრძოლამუჰამად იბნ ხალიდის ლაშქრობის დროს გამართული ბრძოლა 842 წელს შიდა ქართლში, სოფელ რეხასთან.

დაახლოებით 842 წელს, ხალიფა ალ-ვასიკის მმართველობის დროს (842—847), არაბებმა ილაშქრეს ქართლში განმდგარი თბილისის ამირა საჰაკის დასამორჩილებლად. არაბებს მუჰამად იბნ ხალიდი სარდლობდა. ტაო-კლარჯეთის კურაპალატი ბაგრატ აშოტის ძე მუჰამად იბნ ხალიდის მიემხრო და დამხმარე რაზმები შეაშველა, სანაცვლოდ არაბთა სარდალმა მას ქართლი უბოძა. ქართველ-არაბთა გაერთიანებულმა ლაშქარმა მალე უფლისციხე დაიკავა. ამირა საჰაკმა შეკრიბა ლაშქარი და მტერს სოფელ რეხასთან დაუხვდა. ამ ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიმარჯვა და მუჰამადი ბარდავში წავიდა.

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., თბ., 1965;
  • ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
  • ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ., 1955;