შინაარსზე გადასვლა

რევაზ მინდორაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რევაზ მინდორაშვილი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 ივლისი, 1976(1976-07-01) (50 წლის)
დაბ. ადგილი გურჯაანი
სიმაღლე 173
წონა 84
ქვეყანა საქართველო

რევაზ მინდორაშვილი (დ. 1 ივლისი, 1976, სოფ. კოლაგი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი თავისუფალ ჭიდაობაში 84 კგ წონით კატეგორიაში პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (2008). არის მსოფლიოს ჩემპიონი (2005) და მეორე პრიზიორი (2006), ევროპის ჩემპიონი (2003), ორგზის მეორე (2004, 2008) და მესამე პრიზიორი (2002), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003). მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, XIII ადგილი). ღირსების ორდენის და მედლის კავალერი. 2012-2017 წლებში საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს წვრთნიდა. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „რევაზ მინდორაშვილი“. სპორტის რაინდი (2005), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018).

წელიტურნირიმასპინძელიწონითი
კატეგორია
ადგილი
2002ევროპის ჩემპიონატიბაქო, აზერბაიჯანი84 კგ3rd
2003ევროპის ჩემპიონატირიგა, ლატვია84 კგ1st
2003მსოფლიო ჩემპიონატინიუ-იორკი, აშშ84 კგ3rd
2004ევროპის ჩემპიონატიანკარა, თურქეთი84 კგ2nd
2005მსოფლიო ჩემპიონატიბუდაპეშტი, უნგრეთი-84კგ1st
2006მსოფლიო ჩემპიონატიგუანჯოუ, ჩინეთი84 კგ2nd
2008ევროპის ჩემპიონატიტამპერე, ფინეთი84 კგ2nd
2008ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშებიპეკინი, ჩინეთი84 კგ1st

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]