რევაზ იაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იაშვილი.

რევაზ იოსების ძე იაშვილი (დ. 16 ივლისი, 1929, თბილისი — გ. 1996) — ქართველი კერამიკოსი, თანამედროვე ქართული შავ-კრიალა კერამიკის ფუძემდებელი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (1974 წლიდან პროფესორი). მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ლაკონიური და მეტყველი ფორმები, უბრალოება, პლასტიკურობა, დეკორატიულობა, ეროვნული ტრადიციების ელემენტების ჰარმონიული შერწყმა თანამედროვე მხატვრულ ფორმებთან. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: საღვინე ჭურჭლები— "ირემი“ (1960, ოქროს მედალი მოსკოვის სასოფლო სამეურნეო გამოფენაზე), „ხარი“ (1963, ვერცხლის მედალი პრაღის კერამიკის მსოფლიო გამოფენაზე); გააფორმა წყაროები ზედაზენზე (1965), რიკოთის უღელტეხილზე (1966), წყალტუბოში (1966.)

დაკრძალულია თბილისში საბურთალოს პანთეონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]