რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა
რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | გარეთუბანი |
წინა სახელები | მესანგრეთა ქუჩა, ბორის ძნელაძის ქუჩა, იოანე პეტრიწის ქუჩა |
რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი); გრიგოლ ორბელიანის მოედნიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. დაარსდა XIX საუკუნეში. ქუჩა 1809 წელს დააპროექტა პოლკოვნიკმა ბანოვმა. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია, როგორც მესანგრეთა ქუჩა (ამ ქუჩაზე მდებარეობდა მესანგრეთა ბატალიონის ყაზარმა). XX საუკუნის 30-იან წლებში ორი ქუჩის — ბაზრისა და მესანგრეთა ქუჩების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ ქუჩას დაერქვა ბორის ძნელაძის სახელი (დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე). 1990 წელს — იოანე პეტრიწის, 1992 წელს კი რევაზ თაბუკაშვილის სახელი ეწოდა. ქუჩაზე არის ყოფილი ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს შენობა (XX საუკუნის დასაწყისი), აგრეთვე XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. ქუჩას აქვს 1 შესასვლელი და 2 ჩიხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 83, ISBN 978-99928-20-35-3.