რევაზ ბაირამაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რევაზ არჩილის ძე ბაირამაშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1929, თბილისი, — გ. 30 მაისი, 2012) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1959).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1953-იდან მუშაობს „თბილქალაქპროექტში“ (1979-იდან - პროექტის მთავარი არქიტექტორი). ძირითადი ნამუშევრები: თბილისში — საცხოვრებელი სახლები მცხეთის ქუჩაზე (1962; თ. კანდელაკთან და დ. მორბედაძესთან ერთად). კეკელიძის ქუჩაზე (1968; ლ. მეძმარიაშვილთან და ნ. შოშიტაიშვილთან ერთად), ტ. ტაბიძის ქუჩაზე (1968); კომპლექსი: უნივერმაღი „თბილისი“, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი (ორივე 1977) და მეტროპოლიტენის სადგურის „ თავისუფლების მოედნის “ მიწისზედა ვესტიბიული (1967–1975, ყველა ავტორთა ჯგუფთან ერთად), საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს ინჟინრულ-ლაბორატორიის კორპუსი (1977; ლ. მეძმარიაშვილთან და ი. ყავლაშვილთან ერთად), რკინიგზის ვაგზალი (I რიგი — 1988; ი. ყავლაშვილთან, გ. შავდიასთან, ა. ჯიბლაძესთან ერთად; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1992); გაგრაში - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი (1980; ვ. აბრამიშვილთან, დ. მორბედაძესთან, ი. ყავლაშვილთან ერთად) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კინწურაშვილი ს., მაისურაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 337, თბ., 1997