რაჰიმ ბაბაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაჰიმ ბაბაევი
დაბადების თარიღი 1 დეკემბერი, 1970
ორდუბადი, ორდუბადის რაიონი, ნახიჩევანის სსრ აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

რაჰიმ ბაბაევი (აზერ. Rahim Babayev, სრული სახელი: Rahim Vaqif oğlu Babayev; დ. 1 დეკემბერი, 1970, ორდუბადი — გ. 20 იანვარი, 1990, ბაქო) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1970 წლის 1 დეკემბერს ქალაქ ორდუბადში. იყო აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.[2]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

19 იანვარს დაახლოებით 22:30 საათზე სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაიღუპა 20 იანვარს, როდესაც ეხმარებოდა თავის მეგობარ ბაჰადინს სალიანის ყაზარმებთან ღობეზე გადასვლაში. 24-25 იანვრის ღამეს, 04:00 საათზე სამხედროებმა სემაშკოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ, 25 იანვარს, ახლობლებმა სემაშკოს საავადმყოფოს სასადილოში იპოვეს.

27 იანვარს დაკრძალეს შეჰიდთა ხეივანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]