რასიომონის ეფექტი
იერსახე
რასიომონის ეფექტი (ინგლ. Rashomon effect) — გამოცდილის აღქმის სუბიექტურობის ეფექტი, რომელშიც რაიმე მოვლენის თვითმხილველებს ძალუძთ შექმნან მისი ძირეულად განსხვავებული, თუმცა ერთნაირად სავარაუდო სინამდვილის მსგავსი აღწერა.
ეფექტს სახელი კუროსავა აკირას ფილმი რასიომონის გამო დაერქვა, რომელშიც დანაშაულის თვითმხილველი ოთხი პიროვნება შემთხვევას ოთხი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიით აღწერს. ფილმი ეყრდნობა აკუტაგავა რიუნოსკეს ორ მოთხრობას.