რასიმ ოჯაგოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რასიმ ოჯაგოვი
მშობლიური სახელი Rasim Ocaqov
დაბადების თარიღი 22 ნოემბერი, 1933
შაქი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 2006 (72 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
პროფესია კინორეჟისორი, სცენარისტი

რასიმ მირყასიმ-ოღლუ ოჯაგოვი (აზერ. Rasim Mirqasım oğlu Ocaqov; დ. 22 ნოემბერი, 1933 — გ. 11 ივლისი, 2006) — აზერბაიჯანელი საბჭოთა კინორეჟისორი და ოპერატორი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1964), აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი (1982 წელი), აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასიმ ოჯაგოვი დაიბადა 1933 წლის 22 ნოემბერს აზერბაიჯანის ქალაქ შაქში. ახალგაზრდობაში ის ოცნებობდა გეოლოგი გამხდარიყო. თუმცა, მის მშობლიურ ქალაქში კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენამ მომავალი პროფესიის არჩევანის გადახედვა გამოიწვია. 1951—56 წლებში სწავლობდა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (რსკი) საოპერატორო ფაკულტეტზე. 1965 წელს — მირზა ალიევის სახელობის აზერბაიჯანის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1956 წელს გახდა „აზერბაიჯანფილმის“ დამდგმელი ოპერატორი, 1973 წელს დამდგმელი რეჟისორი. 1964 წელს მიენიჭა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 50-იან წლებში აზერბაიჯანში გამოჩნდა რეჟისორების ახალი თაობა შემდეგი შემადგენლობით: მუხთარ დადაშოვი, თეიუბ ახუნდოვი, ალისათარ ქიშიევი. რასიმ ოჯაგოვმა სწორედ ამ წლებში დაიწყო კარიერა. ფილმი „მისი დიდი გული“ იყო მისი პირველი ნამუშევარი ოპერატორის ამპლუაში. ითვლებოდა ფსიქოლოგიური სცენების გამოსახვის პროფესიონალად. ეს ფილმი გადაღებულია სუმგაითის მეტალურგების ცხოვრების შესახებ. ძალიან ფაქიზადაა გადმოცემული მუშების სულიერი ტანჯვა. რეჟისორის ამპლუაში გადაღებული პირველი კინონამუშევარი გახდა ფილმი „შურისმაძიებელი განჯაბასარიდან“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]