რაპალოს ხელშეკრულება (1922)
იერსახე
რაპალოს ხელშეკრულება — ხელშეკრულება ბოლშევიკურ რუსეთსა და ვაიმარის რესპუბლიკას შორის. დაიდო 1922 წლის 16 აპრილს, გენუის კონფერენციის მიმდინარეობის დროს იტალიის ქალაქ რაპალოში. რუსეთის მხრიდან ხელს აწერდა გიორგი ჩიჩერინი, ხოლო გერმანიის მხრიდან ვალტერ რატენაუ. მისი თავისებურება მდგომარეობდა იმაში, რომ მიზეზად და საფუძვლად მას დაედო ვერსალის ხელშეკრულების მიუღებლობა, რომელსაც ორივე ქვეყანა იზიარებდა.