შინაარსზე გადასვლა

რამილ გულიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამილ გულიევი

ლონდონის ჩემპიონატზე, 2017 წელს
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Ramil Eldar oğlu Quliyev
სრული სახელი რამილ ელდარის ძე გულიევი
მეტსახელ(ებ)ი თეთრი ბოლტი[1][2]
ეროვნება აზერბაიჯანელი
დაბ. თარიღი 29 მაისი, 1990 (1990-05-29) (34 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
სიმაღლე 187 სმ
წონა 80 კგ
სპორტი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი (2011-მდე)
თურქეთის დროშა თურქეთი
სპორტი სირბილი
კლუბი ფენერბაჰჩე
მწვრთნელი ოლეგ მუხინი
მედლები
კაცთა ათლეტიკა
დროშა: თურქეთი თურქეთი
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო 2017 ლონდონი 200 მ
ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლი 2016 ამსტერდამი 200 მ
ოქრო 2018 ბერლინი 200 მ
ევროპის გუნდური ჩემპიონატი
ოქრო 2017 ლილი 200 მ
ზაფხულის უნივერსიადა
ბრინჯაო 2015 კვანჯუ 200 მ
ბრინჯაო 2015 კვანჯუ 100 მ
ხმელთაშუაზღვის თამაშები
ვერცხლი 2013 მერსინი 100 მ
ვერცხლი 2013 მერსინი 200 მ
ისლამური სოლიდარობის თამაშები
ოქრო 2017 ბაქო 100 მ
ოქრო 2017 ბაქო 200 მ
ბალკანეთის ჩემპიონატი
ოქრო 2016 პიტეშტი 200 მ
ოქრო 2016 პიტეშტი 100 მ
ოქრო 2015 პიტეშტი 200 მ
ოქრო 2014 პიტეშტი 200 მ
ოქრო 2014 პიტეშტი 100 მ
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი
ვერცხლი 2007 ოსტრავა 200 მ
ზაფხულის უნივერსიადა
ოქრო 2009 ბელგრადი 200 მ
ევროპის ჩემპიონატი მძლეოსნობაში
ოქრო 2009 ნოვი-სადი 200 მ
ვერცხლი 2009 ნოვი-სადი 100 მ
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
ოქრო 2007 ბელგრადი 200 მ
ბრინჯაო 2007 ბელგრადი 100 მ

რამილ გულიევი (აზერ. Ramil Eldar oğlu Quliyev; დ. 29 მაისი, 1990, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანში დაბადებული თურქი სპრინტერი.[3] ასპარეზობს 100 და 200 მეტრიან გარბენაზე.[4][5] 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გულიევი მსოფლიო ჩემპიონატი გახდა 200 მეტრიან ტურში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თურქეთისთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.[6] მშობლიური კლუბია ფენერბაჰჩე.

მონაწილეობდა 2009 წლის ევროპის უმცროსთა ჩემპიონატზე ატლეტიკაში გაიმარჯვა, სადაც 100 მეტრიან ტურში ვერცხლის და 200 მეტრიან ტურში ოქროს მედალი მოიპოვა.[7]

იგი ფლობს ორივე დონეზე, როგორც ეროვნულ, ისე ეროვნულ უმცროსთა ჩანაწერებში ამ კატეგორიის რეკორდს. ის ასევე 200 მეტრიან გარბენაზე ევროპის რეკორდსმენია უმცროსთა შორის და ეროვნული დონეზე უმცროსთა შორის რეკორდსმენია 60 მეტრიან გარბენაზე.[8] იგი დროის მაჩვენებელით 200 მეტრზე, მეორე ადამიანია სისწრაფით უმცროსთა შორის ატლეტიკაში, უსაინ ბოლტის შემდეგ, რომლის მაჩვენებელია 19,93 წამი.[9][10] იგი მეორე ადგილზე გავიდა ევროპის მამაკაც ატლეტთა შორის, სადაც 2009 წელს გაიმარჯვა.[11]

2011 წლის აპრილში, ატლეტის საერთაშორისო ფედერაციამ თავისი საერთაშორისო წესებიდან გამომდინარე, გააჩერა ტრანსფერი და 2014 წლის აპრილამდე გულიევს აუკრძალა ნებისმიერი ქვეყანის სახელით ასპარეზი, გარდა აზერბაიჯანისა.[12] ატლეტი ამტკიცებდა, რომ თურქეთში მიღებული ტრენინგი და ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო და აგრეთვე აზერბაიჯანელებსა და თურქებს შორის არსებული ენობრივი და კულტურული მსგავსება დიდია, თუმცა, აზერბაიჯანის ატლეტიკის ფედერაციამ აღნიშნა, რომ მისი მშობლიური ფედერაცია კვლავ ღიაა მისთვის აზერბაიჯანის საერთაშორისოდ წარჩენისთვის.[13] აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ, გულიევმა დაადასტურა თავისი თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით იგი არ ასპარეზობს აზერბაიჯანითვის. მოგვიანებით, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა აზად რაჰიმოვმა, გულიევის მიერ ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ძალიან დაუსაბუთებელი ფინანსურ მოთხოვნებზე განაცხადა და ეჭვი გამოთქვა, რომ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში თურქეთის წარმომადგენელი გულიევი წარმატებული იქნება.[14]

  1. Рамиль Гулиев: Слышал, что меня называют «белый Болт» ru. Azerisport.com (8 сентября 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-13. ციტირების თარიღი: 2017-08-17.
  2. Тушиев Т.. (29 января 2011) История с Рамилем Гулиевым и ее возможные последствия. ЭХО. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-12. ციტირების თარიღი: 2017-08-17.
  3. Господа чиновники, извинитесь перед Рамилем Гулиевым!
  4. Azərbaycan atleti Ramil Quliyev dünya çempionatına mübarizə aparacaq დაარქივებული 2009-08-29 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  5. Рамиль Гулиев завоевал вторую золотую медаль для Азербайджана на Универсиаде დაარქივებული 2018-08-10 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  6. „Turkey win their first ever gold at World Championship“. Sky Sports. 11 August 2017.
  7. Minshull, Phil (2009-07-25). Lemaître sets European Junior 100m record - Euro Jnr Champs, Day 2 დაარქივებული 2009-09-28 საიტზე Wayback Machine. . IAAF. Retrieved on 2009-07-25.
  8. Jalaka, Mirko. Ramil Guliyev Azerbaijan დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine. . European Athletics. Retrieved on 2009-07-17.
  9. Mulkeen, John (2009-08-08). Men's 200m - PREVIEW. IAAF. Retrieved on 2009-08-08.
  10. http://www.iaaf.org/statistics/toplists/inout=o/age=j/season=0/sex=M/all=y/legal=A/disc=200/detail.html
  11. France's Lemaître named men's European Athletics Rising Star დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine. . European Athletics (2009-09-28). Retrieved on 2009-10-31.
  12. Результаты Рамиля Гулиева за три года будут засчитываться за Азербайджан. ციტირების თარიღი: 28 April 2011.
  13. Minshull, Phil (2011-05-20). Ramil Guliyev to miss Worlds, Olympics as transfer turns sour. Universal Sports. მოძიებულია 2011-05-31.
  14. Azad Rahimov: Guliyev Requires Too Much. 1news.az. 4 ივლისი 2012.