რაიპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
რაიპური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 21°14′16″ ჩ. გ. 81°38′01″ ა. გ. / 21.237946806° ჩ. გ. 81.633683306° ა. გ. / 21.237946806; 81.633683306
ფართობი 226000000 კვადრატული მეტრი
ცენტრის სიმაღლე 291 მეტრი
მოსახლეობა 1 010 087
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 0771[1]
საფოსტო ინდექსი 492001
ოფიციალური საიტი http://www.raipur.nic.in
რაიპური — ინდოეთი
რაიპური

რაიპურიინდოეთის შტატ ჩატისგარჰის დედაქალაქი, რაიპურის რაიონისა და რაიპურის დანაყოფის ადმინისტრაციული ცენტრი, შტატის უდიდესი ქალაქი. წარსულში რაიპური მადჰია-პრადეშის შტატის ნაწილი იყო, ხოლო 2000 წლის 1-ელი ნოემბრიდან ჩატისგარჰის შტატის შემადგენლობაშია.[2] ქალაქი რეგიონში ვაჭრობისა და კომერციის მთავარი კერაა. ქალაქი ექსპონენციური სამრეწველო ზრდით გამოირჩევა და ცენტრალური ინდოეთის მთავარ ბიზნეს კერად ჩამოყალიბდა. 2021 წელს რაიპური ინდოეთის მასშტაბით მე-6 ყველაზე სუფთა ქალაქად გამოცხადდა.[3] ინდოეთის საქალაქო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს რაიპური მეშვიდე ადგილზე დასახელდა მარტივად ცხოვრების ინდექსით და ამავე ადგილი დაიკავა 2020 წელს მუნიციპალური წარმომადგენლობის ინდექსის მიხედვით.[4][5][6]

რაიპური ქვეყნის მასშტაბით ფოლადისა და რკინის უმსხვილეს მწარმოებლებს შორისაა. ქალაქში 200-მდე ფოლადის ქარხანა, ფეროშენადნობთა 35 ქარხანა და 500 აგროსაწარმოა. რაიპურში მდებარეობს 800-ზე მეტი ბრინჯის ქარხანაც.[7]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიპური დიდი ვაკის ცენტრის მახლობლად მდებარეობს, რომელსაც ზოგჯერ „ინდოეთის ბრინჯის ჯამს“ უწოდებენ.[8] ქალაქის აღმოსავლეთით მდინარე მაჰანადი მიედინება, ხოლო სამხრეთით ტყეებია გაშლილი. რაიპურის ჩრდილო-დასავლეთით მაიკალის ბორცვები მდებარეობს. ჩრდილოეთით რელიეფი მაღლდება და ჩოტა-ნაგპურის პლატოს ერწყმის, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთით ჯარხანდის შტატშიცაა გაშლილი. რაიპურის სამხრეღიღ დეკანის ზეგანი მდებარეობს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, რაიპური ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია მოქცეული, რომლისთვისაც წლის განმავლობაში ზომიერი ტემპერატურაა დამახასიათებელი, გარდა მარტიდან-ივნისამდე პერიოდისა, რომელიც განსაკუთრებით ცხელია. აპრილ-მაისში ტემპერატურა ზოგჯერ 48 °C-მდე (118 °F) ადის. ზაფხულის ეს თვეები მშრალი და ცხელი ქარებით ხასიათდება. ქალაქში წლის განმავლობაში 1 300 მმ ნალექი მოდის, მეტწილად მუსონების სეზონზე, რომელიც ივნისის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება. ზამთარი ნოემბრიდნა იანვრამდე გრძელდება და რბილია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მიხედვით, რაიპურის მუნიციპალური კოროპორაციის მოსახლეობა 1 010 087 ადამიანს შეადგენს (519 286 კაცი და 490 801 ქალი). სქესობრივი თანაფარდობა: 945 ქალი 1 000 კაცზე, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე (929) მაღალია. 6 წლამდე ასაკის მოსახლეობა 124 471 ადამიანს შეადგენს (64 522 ბიჭი და 59 949 გოგო). 6 წლამდე ასაკის მოსახლეობის სქესობრივი თანფარდობაა: 929 გოგონა 1 000 ბიჭზე. რაიპურის მოსახლეობის 86.90%-მა იცის წერა-კითხვა, რაც ეროვნულ მაჩვენებელზე (73%) მაღალია. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 92.39%-ია, ხოლო ქალებს შორის ― 81.10%.[9]

ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 1 122 555 ადამიანს უტოლდება (578 339 კაცი და 544 216 ქალი). სქესობრივი თანაფარდობაა: 941 ქალი 1 000 კაცზე. 6 წლამდე ასაკის მოსახლეობა 142 826 ადამიანს შეადგენს.[10]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვამი ვივეკანანდას აეროპორტი რაიპურში

რაიპური ჩატისგარჰის დედაქალაქია და ქალაქში მრავალი სამრეწველო დარგია განვითარებული. ქალაქის ეკონომიკისა და სამუშაო ძალის დიდი ნაწილი სამთავრობო და მომსახურების სექტორებზე მოდის. რაიპურში კარგადაა განვითარებული სამრეწველო ზონებიც და ბიზნესის შექმნისა და განვითარებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად ითვლება. მდიდარია მინერალური რესურსებით და ქვეყნის მასშტაბით ფოლადისა და რკინის მოწინავე მწარმოებელთა შორისაა. ქალაქში 200-მდე ფოლადის ქარხანა, ფეროშენადნობთა 35 ქარხანა და 500 აგროსაწარმოა. რაიპურში მდებარეობს 800-ზე მეტი ბრინჯის ქარხანაც.[7]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიპურში მდებარეობს: მატა კაუშალიას ტაძარი, რომელიც მატა კაუშალიასადმი მიძღვნილი ერთადერთი ტაძარია მსოფლიოში; პურხუტი მუხტანგანი (ნაია-ნაპური) ― კულტურული და ქანდაკებების ბაღი ღია ცის ქვეშ, ნაია-რაიპურში, რომელის ჩატისგარჰის კულტურას წარმოაჩენს; რამ-მანდირი (რაიპური) ― რამასადმი მიძღვნილი ტაძარი; გურუ გჰასი დას სანგრაჰალია ― მუზეუმი რაიპურში; სვამი ვივეკანანადა საროვარი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.mapsofindia.com/std/india/chhattisgarh/raipur.html
  2. Ajit Kumar Jha. (8 July 2018) Credible Chhattisgarh en. India Today. ციტირების თარიღი: 8 January 2019
  3. Swachh Survekshan 2021: Here are top 10 cleanest cities in annual govt survey (20 November 2021). ციტირების თარიღი: 6 May 2022
  4. AP, ODISHA & Madhya Pradesh Bag award of Three Best Performing States In "Ease of Living Index". ციტირების თარიღი: 2019-02-20
  5. Pioneer, The. Raipur beats Indore, Bhopal in Ease of living Index en. ციტირების თარიღი: 2019-02-20
  6. Pioneer, The. Raipur, Bilaspur excel in Municipal Performance Index en. ციტირების თარიღი: 2021-05-24
  7. 7.0 7.1 Business and Economy of Raipur, Industries in Raipur. ციტირების თარიღი: 2022-04-08
  8. Chhattisgarh Details, Chhattisgarh Online, Chhattisgarh Information, Chhattisgarh State. Walkincg.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-04. ციტირების თარიღი: 2012-10-04
  9. Yumpu.com. RAIPUR MUNICIPAL CORPORATION - Nagar Nigam Raipur en. ციტირების თარიღი: 2020-11-09
  10. Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. The Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 25 June 2014