რაზ მუჰამედ პაქტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაზ მუჰამედ პაქტინი
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მარტი 1990 – აპრილი 1992
პრეზიდენტი  მუჰამედ ნაჯიბულა
წინამორბედიმუჰამედ ასლამ ვატანჯარი
მემკვიდრეკარი ახმადულა

დაბადებული1975
პოლიტიკური პარტიათალიბანი
რელიგიაისლამი

რაზ მუჰამედ პაქტინი (დ. 1938 წ. ) — ავღანელი სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაზ მუჰამედ პაქტინი დაიბადა 1938 წელს პაქტიის პროვინციის ქალაქ ზურმატში ღარიბი გლეხის ოჯახში. ეთნიკურად პუშტუნი.

დაამთავრა ქაბულის პედაგოგიური სკოლა ( 1959 ), მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი ( 1961 - 1969 ) და ასპირანტურა ( 1973 - 1977 ), დაიცვა დისერტაცია და მიიღო ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

1969-1973 და 1977-1978 წლებში ქაბულის პოლიტექნიკური ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ავტორია სამეცნიერო შრომების ელექტროტექნიკის დარგში. 1966 წლიდან გახდა ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის წევრი(ფრაქცია „ხალიკის“) წევრი. 1980-1990 წლებში იყო პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1990 წელს შევიდა სამშობლოს პარტიის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში ( ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის ახალი სახელი).

რაზ მუჰამედ პაქტინი მონაწილეობდა 1978 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში (ე.წ. საურის — აპრილის რევოლუცია). 1978 წლის მაის - ივლისში იკავებდა წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს. 1978 წლის ივლისიდან 1979 წლის დეკემბრამდე იყო ავღანეთის ელჩი სსრკ- ში. 1979 წლიდან იყო ელჩი ერთდროულად რუმინეთსა და ფინეთში .

საბჭოთა კავშირის ჯარების ავღანეთში შესვლის შემდეგ, შევიდა ბაბრაკ კარმალის მთავრობის შემადგენლობაში. 1980-1982 წლებში იკავებდა ავღანეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრის თანამდებობას. 1982 წელს სამინისტრო გაიყო (ახალშექმნილ ირიგაციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა „ხალიკის“ კონკურენტი ფრაქცია „ ფარმაჩის“ წარმომადგენელი აჰმად შაჰ სორჰაბი), ხოლო პაქტინი დარჩა ენერგეტიკის მინისტრად. 1988 წელს სათავეში ჩაუდგა წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის ხელახლა შექმნილ სამინისტროს, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1990 წლამდე. 1980-1988 წლებში ასევე იყო რევოლუციური საბჭოს წევრი. რაზ მუჰამედ პაქტინი 1980-იან წლებში ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ და ენერგიულ წევრად ითვლებოდა.

1990 წლის მარტში პაქტინი იყო ფრაქცია „ხალიკის“ წევრებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს თავდაცვის მინისტრ შაჰნავაზ ტანაიას გამოსვლას პრეზიდენტ ნაჯიბულას წინააღმდეგ. პარალელურად, პრეზიდენტმა ნაჯიბულამ ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშნა, რომელიც, არაფორმალური კვოტის მიხედვით, ფრაქცია „ხალკის“ ეკუთვნოდა. ამ დანიშვნაში სავარაუდოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ფაქტმა, რომ პაქტინი პრეზიდენტის თანამემამულე იყო, რომელიც ასევე პაქტიიდან იყო ჩამოსული. გენერალი მაჰმუტ გარეევი, რომელიც იყო ნაჯიბულას მთავარი სამხედრო მრჩეველი, პაქტინს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, შემდეგნაირად ახასიათებს:

ვიკიციტატა
„პაქტინი განათლებული და ინტელექტუალური ადამიანია. რა თქმა უნდა, მას ნაკლებად ესმოდა შინაგანი ჯარების საბრძოლო გამოყენების საკითხები, მაგრამ კარგი მეხსიერების და ორგანიზაციული გამჭრიახობის წყალობით საფუძვლიანად დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეებში გარკვევა..“

1992 წლის აპრილში, ნაჯიბულას რეჟიმის დაცემის დროს, პაქტინი ქაბულში არაპუშტუნი ძალების (ტაჯიკები და უზბეკები) დომინირების წინააღმდეგ გამოდიოდა. იმავე თვეში მთავრობა გადადგა სრული შემადგენლობით და პაქტინმა ოფიციალურად დატოვა თანამდებობა. 1992 წლიდან ემიგრაციაში რუსეთში წავიდა და დასახლდა მოსკოვში .

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]