საურის რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


საურის რევოლუცია

მდებარეობა ავღანეთი
ობიექტი ავღანეთი
ობიექტი ავღანეთი
შედეგი PDPA-ს გამარჯვება

მუჰამედ დაუდ ხანისა და მისი ოჯახის მკვლელობა, ავღანეთის რესპუბლიკის დაცემა, ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა

საურის რევოლუცია, რომელსაც ასევე უწოდებენ აპრილის რევოლუციას ან აპრილის გადატრიალებას, იყო გადატრიალება (ან თვითგამოცხადებული რევოლუცია) საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით, ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის (PDPA) პრეზიდენტის, მუჰამედ დაუდ ხანის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც მოხდა 1978 წლის 27–28 აპრილს. დაუდ ხანი და მისი ოჯახის წევრების, უმეტესობა მოკლეს პრეზიდენტის სასახლეში.[1] რევოლუციის შედეგად, შეიქმნა მთავრობა, რომლის პრეზიდენტი იყო ნურ მუჰამედ ტარაკი (რევოლუციური საბჭოს მთავარი გენერალური მდივანი). იგი 1979-1989 წლებში საბჭოთა-ავღანეთის ომში იყო მუჯაჰიდების წინააღმდეგ.

საური, იგივე დარი, არის სპარსული კალენდრის მეორე თვის სახელი. სწორედ ამ თვეში მოხდა აჯანყება. [2] 1978 წლის ივნისში ნიუ – იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაფიზულაჰ ამინმა, რომელიც გადატრიალების წევრი იყო , თქვა, რომ აღნიშნული ღონისძიება არ იყო გადატრიალება, არამედ იყო რევოლუცია „ხალხის ნებით“. [3]


რევოლუციამდელი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის (PDPA) მხარდაჭერითა და დახმარებით, მუჰამედ დაუდ ხანმა ხელში აიღო ძალაუფლება 1973 წლის ავღანეთის გადატრიალების დროს, მეფე ზაჰირ შაჰის მონარქიის დამხობის გზით [4] [5]და ჩამოაყალიბა ავღანეთის პირველი რესპუბლიკა.

პრეზიდენტი დაუდი დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირის მჭიდრო კავშირები და სამხედრო მხარდაჭერა საშუალებას მისცემდა ავღანეთს, რომ აეღო კონტროლი პასტუნის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე. თუმცა, დაუდი, რომელმაც აშკარად გაატარა ნეიტრალური პოლიტიკა, არ მოსწონდა. ასევე არც ის, საბჭოთა კავშირი რომ ცდილობდა, ავღანეთის საგარეო პოლიტიკის მართვას და ორი ქვეყნის ურთიერთობაში ჩარევას.

დაუთის საერო მმართველობით, ავღანეთის სახალხო დემოკრატიულ პარტიაში(PDPA) ჩამოყალიბლა ჯგუფები და დაიძაბა მეტოქეობა, რომლის ორი მთავარი ფრაქცია იყო პარჩამისა(Parcham) და ხალქის(Khalq) ფრაქციები. 1978 წლის 17 აპრილს, მოკლეს Parcham– ის ერთ-ერთი გამოჩენილი წევრი, მირ აკბარ ხიბერი. [6] ვარაუდობდნენ, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო, რასაც სრულიად ეთანხმებოდა კაბულის ინტელიგენციის დიდ ნაწილი. PDPA– ს ლიდერები აშკარად შიშობდნენ, რომ დაუდი გეგმავდა მათ თავიდან მოცილებას.

ხიბერის დაკრძალვის ცერემონიალებზე გამოხატეს პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ. მალევე მთავრობამ დააპატიმრა PDPA– ს ლიდერების უმეტესობა, მათ შორის ბაბრაქ კარმალი. ჰაფიზულაჰ ამინს მიუსაჯეს შინაპატიმრობა, რამაც მას საშუალება მისცა, აჯანყებისთვის ეხელმძღვანელა, რომელიც ნელ-ნელა მიმდინარეობდა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. [7] ამინმა, უფლებამოსილების არქონის მიუხედავად, ხალქის(khalq) არმიის ოფიცრებს მთავრობის დამხობა დაავალა.

რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადატრიალების წინასწარი ნაბიჯები აპრილში გადაიდგა, როდესაც დაუთის გავლენის ქვეშ მყოფმა ტანკების მეთაურმა გააფრთხილა ინტელიგენცია, რომ განეხორციელებინათ თავდასხმა ქაბულზე უახლოეს მომავალში, კონკრეტულად 27 აპრილს. მეთაურის რეკომენდაციით, ტანკები განლაგებული იყო არგის გარშემო. მეთაურმა, რომელმაც შესთავაზა შუამდგომლობა ხალქს(khalq), შემდგომში ფარულად ზურგი შეაქცია.

თვითმხილველების თქმით, მოსალოდნელი გადატრიალების პირველი ნიშნები ქაბულში, 27 აპრილს, დაახლოებით შუადღისას გამოვლინდა: ქალაქისკენ მიმართული ტანკების მოძრაობა, სამხედრო ფორმაში მყოფი შეიარაღებული პირები და ა.შ. პირველი გასროლა გაისმა ქაბულის ახალ ქალაქში (შარი ნაუ) მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მახლობლად, სადაც პოლიციელები დაუპირისპირდნენ სატანკო სვეტს. აღნიშნული ადგილიდან შეხლა-შემოხლა ქალაქის სხვა რაიონებშიც გავრცელდა. დღის მეორე ნახევარში, პირველი გამანადგურებელი თვითმფრინავები აამოძრავეს და რაკეტები შეუშვეს ქალაქის ცენტრში მდებარე ეროვნულ სასახლეში. მოგვიანებით, სატელევიზიო ტელეკომპანიის მიერ ავღანეთში გამოქვეყნდა განცხადება, რომ ხალქმა დაამარცხა დაუდის მთავრობა. ხალქის სიტყვამ და ავღანეთში კომუნისტების არსებობამ ცხადყო, რომ PDPA ხელმძღვანელობდა გადატრიალებას.[8]

28 აპრილისთვის, მეორე დილისთვის, ქაბული ძირითადად მშვიდი იყო, თუმცა სროლის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა ქალაქის სამხრეთი ნაწილიდან. როდესაც ქაბულის მოსახლეობა სახლიდან გამოდიოდა, მიხვდნენ, რომ აჯანყებულები მთელ ქალაქში აკონტროლებდნენ სიტუაციას და ასევე შეიტყვეს ისიც, რომ პრეზიდენტი დაუდი და მისი ძმა ნაიმი დილით მოკლეს. ჯარისკაცთა ჯგუფმა ალყა შემოარტყა ძლიერ დაზიანებულ სასახლეს და მოითხოვა, რომ დანებებულიყვნენ. ამის ნაცვლად, დაუდმა და ნაიმმა, პისტოლეტები აიღეს ხელში, რის მერეც მათ ესროლეს და მოკლეს. [9]

ავღანეთი, ქაბული


საერთაშორისო რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წლის 28 მაისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუგზავნა შეტყობინება თავის საელჩოებსა და სახელმწიფოებს, რომელშიც მოხსენიებულია ჩინეთის ელჩი (Huang Ming-Ta), რომელიც ახასიათებს ახალ რეჟიმს, როგორც ”უდავოდ კონტროლირებადს საბჭოთა კავშირის კომუნისტების მიერ”. თავმჯდომარე ტარაქიმ და ჰაფიზულა ამინმა გამოხატეს განზრახვა, რომ არ სურდათ, ოფიციალურად მიერთებული ყოფილიყვნენ ბლოკებთან. [10] ჰუანგ მინგ-ტამ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირს დიდი გავლენა ჰქონდა ავღანეთში და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფდა ნებისმიერი სახის დახმარებას, გარდა სასპეკულაციოდ გამოყენებული საქონლისა, რასაც საბჭოთა კავშირი მიიჩნევდა სარისკო წამოწყებად. ჰუანგ მინგ-ტა-მ გამოთქვა თავისი აზრი, რომ ავღანეთში ,შეიძლება, მომავალი წლიდან ყოფილიყო გარკვეული ცვლილებები და ამერიკული პროგრამები გაგრძელებულიყო.


მთავრობა რევოლუციის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად რევოლუციას ქაბულში მრავალი ადამიანი მიესალმა, რომლებიც დაუდის მთავრობისგან უკმაყოფილო იყვნენ. PDPA- მ, რომელიც გაყოფილი იყო ხალქსა და პარჩამს შორის, წარმატებას მიაღწია დაუდის მთავრობის ახალი რეჟიმით, რომელსაც ხალქის ფრაქციის ერთ-ერთი წევრი, ნურ მუჰამედ ტარაკი ხელმძღვანელობდა. ქაბულში, თავდაპირველი მინისტრთა კაბინეტი შედგა იმისათვის, რომ შეეცვალათ პოზიციების განლაგება ხალხქებსა და პარჩამებს შორის. პრემიერ-მინისტრი ტარაკი იყო (ხალქი), პრემიერ მინისტრის მოადგილე - კარმალი (პარჩამი) , ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჰაფიზულაჰ ამინი(ხალქი). მიუხედავად ამისა, მოკავშირეობა ხალქსა და პარჩამს შორის, მოკლე დროში დასრულდა. ტარაკმა და ამინმა ივლისის დასაწყისში თანამდებობებიდან გადააყენეს პარჩამელების უმეტესი ნაწილი. კარმალი საზღვარგარეთ, ჩეხოსლოვაკიაში ელჩად გაგზავნეს. 1978 წლის აგვისტოში, ტარაკმა და ამინმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს შეთქმულება, რის შემდეგაც, სამართალი აღასრულეს და დააპატიმრეს კაბინეტის რამდენიმე წევრი. მათ შორის იყო გენერალი აბდულ კადრი, საურის რევოლუციის სამხედრო ლიდერი საბჭოთა კავშირის შეჭრამდე, შემდგომში 1979 წლის ბოლოს, ხელმძღანელობა შეიცვალა. 1979 წლის სექტემბერში ტარაკი გახდა რევოლუციის მსხვერპლი, რადგან ამინმა დაამარცხა იგი.[11][12]

ხელისუფლება PDPA- მ მოქმედებაში მოიყვანა სოციალისტური დღის წესრიგი. მან შეცვალა ეროვნული დროშა, იგი ტრადიციული ისლამური მწვანე ფერიდან, საბჭოთა კავშირის წითელი დროშის თითქმის ასლად აქცია. პროვოკაციული ზიანი მიაყენა ამ კონსერვატიული ისლამური ქვეყნის ხალხს. [13] აიკრძალა მევახშეობა, იმისთვის, რომ არ არსებობდეს ალტერნატივა გლეხებისთვის, რომლებიც ეყრდნობოდნენ ტრადიციულ, თუ ექსპლუატაციურ, საკრედიტო სისტემას ქალაქგარე უბანში. ყოველივე ამან სოფლის მეურნეობის კრიზისი და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ვარდნა გამოიწვია. [14][15] მიწის რეფორმა გაკრიტიკებული იქნა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ, რომელიც ამბობს, რომ ”მიწის ჩამორთმევას, რამაც ყველა აღაშფოთა, არავისთვის სარგებლობა არ მოუტანია, მან საკვების წარმოება შეამცირა”. ეს იყო ქვეყნის მასშტაბური რეპრესიების პირველი ორგანიზებული ინსტანცია, ავღანეთის თანამედროვე ისტორიაში”.[16]

ავღანეთის რუკა

ქალთა უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PDPA-მ, როგორც ქალთა თანაბარი უფლებების დამცველმა, გამოაცხადა გენდერული თანასწორობა. [17] PDPA– მ არაერთი განცხადება გააკეთა ქალთა უფლებების შესახებ, წარადგინა ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში. თვალსაჩინო მაგალითია ანაიტა რაითბზადი, რომელიც იყო მარქსისტული მოძრაობის მთავარი ლიდერი და რევოლუციური საბჭოს წევრი. რაითბზადმა დაწერა Kabul Times- ის ცნობილ რედაქციაში, 1978 წლის 28 მაისს, რომ პრივილეგიები, რომლებიც ქალებს უნდა ჰქონდეთ, არის თანაბარი განათლება, მეტი თავისუფალი დრო, უსაფრთხო გარემო სამუშაო ადგილებში, ჯანმრთელობის დაცვა, რათა ხელი შეუწყონ მომავალი თაობის ჩამოყალიბებას. ქალების უფლებები ახლა უკვე მთავრობის ყურადღების საგანია.[18] ქალებს უკვე გარანტირებული ჰქონდათ თავისუფლება 1964 წლის კონსტიტუციის მიხედვით, მაგრამ PDPA-ს კიდევ უფრო მეტი სურდა.


მემკვიდრეობა (Legacy)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალქისტური რეჟიმი ძლიერ უბიძგებდა სოციალისტურ რეფორმებს და სასტიკი იყო ოპოზიციის რეპრესიებში. ამან უკმაყოფილება გამოიწვია ავღანელ ხალხში, რაც შემდეგ წელს რამდენიმე აჯანყების მიზეზი გახდა. აჯანყებები მოხდა, მარტში - ქალაქ ჰერატში, ივნისში - ქაბულის Chindawol რაიონში, აგვისტოში - ბალა ჰისარის ციხესიმაგრეში. USSR-ს ძალები შევიდა ავღანეთში რათა შეემოწმებინათ ბრეჟნევის დოქტრინა, როგორც თავიანთი ჩარევის ამოსავალი პუნქტი.

მეამბოხე ჯგუფები ებრძოდნენ საბჭოთა ჯარებს და PDPA- ს მთავრობას ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 1989 წლის თებერვალში საბჭოთა ჯარების ავღანეთიდან გასვლამდე.

ავღანეთში სიტუაცია ისევ არასტაბილური დარჩა. რევოლუციის შემდეგ ომი 4 ათწლეულზე მეტია, მიმდინარეობს და კიდევ განაგრძობს ავღანელი ხალხის შეწუხებას.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rubin, Barnett R. (2002). The Fragmentation of Afghanistan. Yale University Press. pp. 104–105. ISBN 9780300095197
  • Steele, Jonathan (2012-01-01). Ghosts of Afghanistan: The Haunted Battleground. Counterpoint Press. pp. 64–65. ISBN 9781582437873
  • Dupree, Louis (2014-07-14). Afghanistan. Princeton University Press. p. 771. ISBN 9781400858910
  • Arnold, Anthony (1985). Afghanistan: The Soviet Invasion in Perspective. Stanford: Hoover Institution Press. pp. 74–75, 77, 83, 86. ISBN 9780817982133. Retrieved 18 March 2018.
  • Clements, Frank (2003). Conflict in Afghanistan: a historical encyclopedia. Santa Barbara: ABC-CLIO. p. 207. ISBN 9781851094028 . Retrieved 18 March 2018.
  • Arnold, Anthony (1985). Afghanistan: The Soviet Invasion in Perspective. Stanford: Hoover Institution Press. pp. 74–75, 77, 83, 86. ISBN 9780817982133. Retrieved 18 March 2018.
  • Kaplan, Robert D. (1990). Soldiers of God: With Islamic Warriors in Afghanistan and Pakistan. Knopf Doubleday Publishing Group. pp. 115–116. ISBN 978-0395521328. Retrieved 17 March 2018.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://web.archive.org/web/20170817040633/http://www.afghanland.com/history/biography/daoud.html
  2. Rubin, Barnett R. (2002). The Fragmentation of Afghanistan. Yale University Press. pp. 104–105. ISBN 9780300095197
  3. https://www.youtube.com/watch?v=iEJAuOA-Qow
  4. http://news.bbc.co.uk/1/hi/world/analysis/83854.stm
  5. http://countrystudies.us/afghanistan/28.htm
  6. Dupree, Louis (2014-07-14). Afghanistan. Princeton University Press. p. 771. ISBN 9781400858910
  7. Rubin, Barnett R. (2002). The Fragmentation of Afghanistan. Yale University Press. pp. 104–105. ISBN 978-0300095197
  8. http://www.hackwriters.com/78RevolutionAfghan.htm
  9. http://www.hackwriters.com/78RevolutionAfghan.htm
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-04. ციტირების თარიღი: 2020-05-17.
  11. Arnold, Anthony (1985). Afghanistan: The Soviet Invasion in Perspective. Stanford: Hoover Institution Press. pp. 74–75, 77, 83, 86. ISBN 9780817982133. Retrieved 18 March 2018.
  12. Clements, Frank (2003). Conflict in Afghanistan: a historical encyclopedia. Santa Barbara: ABC-CLIO. p. 207. ISBN 9781851094028 . Retrieved 18 March 2018.
  13. Arnold, Anthony (1985). Afghanistan: The Soviet Invasion in Perspective. Stanford: Hoover Institution Press. pp. 74–75, 77, 83, 86. ISBN 9780817982133. Retrieved 18 March 2018.
  14. http://www.workersliberty.org/node/1935
  15. http://countrystudies.us/afghanistan/29.htm
  16. Kaplan, Robert D. (1990). Soldiers of God: With Islamic Warriors in Afghanistan and Pakistan. Knopf Doubleday Publishing Group. pp. 115–116. ISBN 978-0395521328. Retrieved 17 March 2018.
  17. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-28. ციტირების თარიღი: 2020-05-17.
  18. https://web.archive.org/web/20080127142441/http://www.zmag.org/prashcalam.htm