რადი ხაბიროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რადი ხაბიროვი
რადი ხაბიროვი
ბაშკირეთის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 ოქტომბერი, 2018
წინამორბედირუსტემ ხამიტოვი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მარტი, 2017 – 11 ოქტომბერი, 2018
წინამორბედიუცნობია
მემკვიდრეელმირა ხაიმურზინა

ბაშკირეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 სექტემბერი, 2003 – 5 ივლისი, 2008
წინამორბედიილდარ გიმაევი
მემკვიდრეაზამატ საგიტოვი

დაბადებული20 მარტი, 1964 (1964-03-20) (55 წლის)
საირანოვო, იშიმბაის რაიონი, ბაშკირეთი
ეროვნებაბაშკირი
განათლებაბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რადი ხაბიროვი (ბაშკ. Радий Хəбиров; დ. 20 მარტი, 1964, საირანოვო, იშიმბაის რაიონი, ბაშკირეთი) — რუსი პოლიტიკოსი. ბაშკირეთის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი 2018 წლის 11 ნოემბრიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პედაგოგების ოჯახში. იყო სამი შვილიდან ყველაზე უმცროსი[1].

1984-1989 წლებში სწავლობდა ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო 1992-1994 წლებში იყო თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მდებარე ბილკენტის უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

1981-1982 წლებში მუშაობდა იშიმბაის სატრანსპორტო მრეწველობის ქარხნის მღარავის თანაშემწედ.1889-1992 წლებში არის ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლისა და იურიდიული ფაკულტეტის კათედრის ასისტენტი. 1994-1998 წლებში ამავე უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელია. 2002 წლამდე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ხოლო 2002-2003 წლებში უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის დირექტორია.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003-2008 წლებში ბაშკირეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. 2017 წლის 25 იანვრიდან მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკის საქალაქო ოლქის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო ამავე წლის 28 მარტიდან ხელმძღვანელი.

2018 წლის 11 ოქტომბერიდან ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელია[2]. მეთაურის არჩევნები გაიმართება 2019 წლის 8 სექტემბერს[3].

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი: სვეტლანა (1989 წ.) და რიტა (1998 წ.[4]). 2014 წელს სვეტლანა ხაბიროვა გათხოვდა ავსტრიაში[5].

მეორე მეუღლე კარინე ხაბიროვა (ქალიშვილობის გვარი — ავეტისიანი[6]) ექიმი-სტომატოლოგია, მასთან 2017 წელს შეეძინა შვილი ფარიტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "УФА" :: Ежемесячный столичный журнал. www.journal-ufa.ru. წაკითხვის თარიღი: 2019-01-14.
  2. Путин назначил новых глав Курской области и Башкирии. РБК. წაკითხვის თარიღი: 2018-10-11.
  3. В ЦИК рассказали, когда пройдут выборы главы Башкирии. РИА Новости (20181011T1909+0300Z). წაკითხვის თარიღი: 2019-01-14.
  4. Радий Хабиров (врио главы Башкирии) – биография, фото, национальность, личная жизнь, жена и дети 2019. uznayvse.ru. წაკითხვის თარიღი: 2019-02-22.
  5. Все что вы хотели знать о Радии Хабирове. UfaToDay (2018-11-13). წაკითხვის თარიღი: 2019-02-22.
  6. Хабиров Радий Фаритович: биография, жена, личная жизнь. showbiz-life.ru. წაკითხვის თარიღი: 2019-02-22.