ჟუან I (ბრაგანსის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟუან I
Joao I.jpg
ბრაგანსის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 22 სექტემბერი, 1563
მმართ. დასასრული: 22 თებერვალი, 1583
წინამორბედი: თეოდოშიუ I
მემკვიდრე: თეოდოშიუ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1543
გარდ. თარიღი: 22 თებერვალი, 1583
მეუღლე: კატარინა პორტუგალიელი
შვილები: თეოდოშიუ II, ბრაგანსის ჰერცოგი
დინასტია: ბრაგანსები
მამა: თეოდოშიუ I, ბრაგანსის ჰერცოგი
დედა: იზაბელ დე ლანკასტრე
რელიგია: კათოლიციზმი

ჟუან I (პორტ. João I; დ. 1543 — გ. 22 თებერვალი, 1583) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაგანსის ჰერცოგ თეოდოშიუ I-ის უფროსი ვაჟი. ბრაგანსის ჰერცოგი 1563-1583 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუანი დაიბადა 1543 წელს პორტუგალიაში. იგი იყო ბრაგანისს ჰერცოგ თეოდოშიუ I-ისა და მისი პირველი ცოლის, იზაბელ დე ლანკასტრეს უფროსი ვაჟი. 1563 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ბრაგანსის ჰერცოგი გახდა. ამავე წელს ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი — კატარინა პორტუგალიელი.

1578 წელს პორტუგალიის მეფე სებასტიან I მაროკოელებმა მოკლეს ბრძოლაში. ახალგაზრდა მეფეს მემკვიდრე არ დარჩა, ამიტომაც ტახტი ბიძამისმა ენრიკე I-მა დაიკავა, რომელიც ამ დროს უკვე ძალიან მოხუცი და უშვილო იყო. 1580 წელს, ენრიკეს გარდაცვალებით შეწყდა ავისების დინასტია, რის გამოც ტახტი მანუელ I-ის შვილიშვილმა, ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ დაიკავა ჰაბსბურგთა დინასტიიდან, რასაც მოჰყვა ესპანეთისა და პორტუგალიის ერთ, იბერიის უნიაში გაერთიანება.

ჟუანი, როგორც პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის პირდაპირი შთამომავალი და მისი ცოლი, კატარინა, რომელიც მანუელ I-ის შვილიშვილი იყო, პორტუგალიის ტახტზე პრეტენზიას აცხადებდნენ და თავს მის „ნამდვილ“ მეფე-დედოფლად აცხადებდნენ, თუმცა ამაოდ. 1583 წელს ჟუანი გარდაიცვალა. მოგვიანებით, 1640 წელს პორტუგალიის ტახტი მისმა შვილიშვილმა ჟუან IV-მ დაიკავა ბრაგანსის დინასტიიდან.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია (1565-?);
  2. სარაფინა (1566-1604), ცოლად გაჰყვა ესკალონას ჰერცოგ ხუან ფერნანდეს პაჩეკოს;
  3. თეოდუშიუ II (1568-1630), ბრაგანსის ჰერცოგი, პორტუგალიის მეფე ჟუან IV-ის მამა.
  4. დუარტე (?-?), ფრეჩილას მარკიზი;
  5. ალექსანდრე (?-?), ევორას ეპისკოპოსი;
  6. ჩერუბინა (1572-1580);
  7. ანჟელიკა (1573-1576);
  8. იზაბელა (1578-1582);
  9. ფილიპე (1581-1608);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Nobreza de Portugal e Brasil", Vol. II pages 445 to 448. Published by Zairol Lda., Lisbon 1989