ჟებოტის მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟებოტის ეკლესია.

ჟებოტის მესამე ეკლესია — ეკლესია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში. მდებარეობს ნასოფლარ იხინჭის ჩრდილოეთით, მთის კალთაზე, ტყის პირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,6X3,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]