ჟებოტის მეოთხე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟებოტის ეკლესია.

ჟებოტის მეოთხე ეკლესია — ეკლესია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში. მდებარეობს ნასოფლარ იხინჭის ჩრდილოეთით, მთის კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,7X4,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით პატარა სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]