ჟაკ დორიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ დორიო
ფრანგ. Jacques Doriot
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1898(1898-09-26)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ბრელი
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1945(1945-02-22)[1] [2] (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი მენგენი
მოქალაქეობა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის დროშა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ეროვნება ფრანგი
პარტია
ძირითადი იდეები სოციალიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი
ჯილდოები სამხედრო ჯვარი და რკინის ჯვარი

ჟაკ დორიო (ფრანგ. Jacques Doriot; დ. 16 სექტემბერი, 1898, ბრელი — გ. 22 თებერვალი, 1945, მენგენი) — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, კომუნისტური მოძრაობის რენეგატი. 1915 წელს შევიდა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიაში, მიემხრო მის მემარცხენე ფრთას, რომლის ბაზაზეც 1920 წელს შეიქმნა საფრანგეთის კომუნისტური პარტია. იყო ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირის გენერალური მდივანი. 1924–1933 წლებში კომპარტიისა და კომინტერნის მმართველ თანამდებობებზე მუშაობდა. 1934 წელს ქალაქ ივრიში გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე კომპარტიიდან გარიცხეს მტრული, ანტიპარტიული მოღვაწეობის ბრალდებით (საბჭოთა პერიოდის შეფასებით, ეწეოდა კომპარტიისა და კომინტერნის წინააღმდეგ ბრძოლას, ქადაგებდა ტროცკისტულ იდეებს). მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე შექმნა საფრანგეთის სახალხო პარტია. თანამშრომლობდა ნაცისტებთან. ომის წლებში შევიდა საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილ „ბოლშევიზმის წინააღმდეგ ფრანგი მოხალისეების ლეგიონში“. ომის ბოლოს გერმანიაში გაიქცა, სადაც საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა.[6]

თბილისში 1930-იან წლებში ჟაკ დორიოს სახელს ატარებდა ახლანდ. ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118526855 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Sycomore / Assemblée nationale
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. GeneaStar
  6. Петров В. Дорио Жак // Советская историческая энциклопедия. т. 5. — М.: Советская энциклопедия, 1964. — стр. 312.