ჟაკლინ ბარტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკლინ ბარტონი
ინგლ. Jacqueline Kapelman Barton

დაბ. თარიღი 7 მაისი, 1952(1952-05-07) (71 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ქიმიკოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] , პროფესორი[1] და ბიზნესმენი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი და ჰანტერის კოლეჯი
ალმა-მატერი ბერნარდის კოლეჯი[2] , კოლუმბიის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა და Riverdale Country School
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები უილარდ გიბსის ჯილდო[3] , მაკართურის სტიპენდია, გარვან-ოლინის მედალი[4] , ალან ვატერმენის ჯილდო[5] , ამერიკის ქიმიის საზოგადოების პრემია სუფთა ქიმიაში, მეცნიერების ეროვნული მედალი, ტოლმანის ჯილდო[6] , აგნეს ფეი მორგანის სამეცნიერო პრემია[7] , Weizmann Women & Science Award, პრისტლის მედალი[8] , ელი ლილის პრემია ბიოქიმიაში, პაულ კარერის ოქროს მედალი[9] , ლაინუს პოლინგის პრემია, ამერიკის ქიმიკოსთა ინსტიტუტის ოქროს მედალი, ლეო ჰენდრიკ ბაკელანდის პრემია[10] , უილიამ ჰენრი ნიკოლსი მედალი, ფრანკ ალბერტ კოტონის მედალი[11] , NAS Award in Chemical Sciences, Fellow of the American Chemical Society, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Theodore William Richards Medal[12] , ასწლეულის პრემია[13] , უელჩის პრემია ქიმიის დარგში[14] , Clarivate Citation Laureates[15] , Ronald Breslow Award for Achievement in Biomimetic Chemistry[16] და Camille Dreyfus Teacher-Scholar Awards

ჟაკლინ ბარტონი (დ. 7 მაისი 1952) — ამერიკელი ქიმიკოსი. 1980-1982 წლებში ქიმიის პროფესორის თანამდებობაზე მუშაობდა ჰანტერის კოლეჯში. 1983-1989 წლებში კი კოლუმბიის უნივერსიტეტში მანამ, სანამ კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტს შეუერთდებოდა, სადაც დღემდე მუშაობს. 2009 წელს ამავე ინსტიტუტის ქიმიის სამმართველოსა და ქიმიური ინჟინერიის განყოფილების თავმჯდომარე გახდა. ბარტონი დნმ-ის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს სწავლობს. მისი კვლევების ძირითადი აქცენტია ორმაგად დაგრეხილი დნმ-ის გასწვრივ, განივი ელექტრული ტრანსპორტი, მისი შედეგები ბიოლოგიაში და პოტენციალს მის გამოყენებაში კიბოს ქიმიოთერაპიულ მკურნალობაში. სხვა არაერთ ჯილდოსთან ერთად, 2011 წელს ბარტონმა მიიღო მეცნიერების ეროვნული მედალი, 2015 წელს ამერიკის ქიმიის ინსტიტუტის ოქროს მედალი და ამავე წელს, პრისტლის მედალი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟაკლინ კაპელმანი თავდაპირველად ნიუ-იორკში რივერდელის სკოლაში ესწრებოდა გაკვეთილებს. ამავე სკოლაში ასწავლიდა ბარტონის დედა მისის როზენბერგი, რომელმაც მოიპოვა უფლება, კალკულუსი მის შვილს ბიჭთა სკოლაში ესწავლა. ის ქიმიით დაინტერესდა ბერნარდის კოლეჯში, სადაც ფიზიკურ ქიმიას სწავლობდა. მას უყვარდა ლაბორატორიული სამუშაოები და ქიმიური გარდაქმნები, მის შთაგონების წყაროდ მასწავლებელი, ბერნის სეგალი იქცა.[17][18] ბერნარდის კოლეჯში სწავლის ბოლო წელს დაქორწინდა დონ ბარტონზე.[19]

შემდეგ ბარტონმა კოლუმბიის უნივერსიტეტში არაორგანული ქიმია ისწავლა სტეფან ლიპარდის ზედამხედველობით.[20][21][22] მან დოქტორის ხარისხი 1979 წელს მოიპოვა.[23]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ იელის უნივერსიტეტში დაიწყო რობერტ შულმანთან ერთად მუშაობა. ის იყენებდა ბირთვული მაგნიტური რეზონანსის გრაფიკის ტექნოლოგიას, რათა შეემოქმებინა საფუარი უჯრედების მეტაბოლიზმი. 1980-82 წლებიდან ის გახდა ქიმიის პროფესორი და საკუთარი ლაბორატორია, ბარტონის მკველევართა ჯგუფი, შექმნა.

1980-იანებში გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1983-1989 წლებში ასწავლიდა.[19] 1986 წელს მოიპოვა სრულუფლებიანი პროფესორის ხარისხი[24] და გახდა პირველი ქალი, კოლუმბიის ქიმიის დეპარტამენტში სამუშაო საათები მისცეს.[17] მისი კვლევები ფოკუსირდა ორგანო--რუთენიუმის კომპლექსების გამოყენებაზე, დნმ-ის ფიზიკური სტრუქტურის შესწავლაში. 1989 წელს ბარტონი კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გადავიდა, სადაც მან გამოიკვლია დნმ-ის დაზიანებისა და აღდგენის პროცესები. ბორტონმა 100-ზე მეტ პოსტოქტორანტს ასწავლა, რომელთა შორის უმეტესი ქალია.[25] Recognized as a "superb role model, not just for young women but for all young scientists",[24] 1993 წლიდან ბარტონი იყო კომპანია „Dow Chemical-ის“ წევრი.[26] ის ასევე იყო გიალდის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი 1989-2008 წლებში.[19] 1990 წელს იქორწინა ქიმიის პროფესორ[27] პიტერ დერვანზე, რომელიც ჟაკლინის მსგავსად მეცნიერების ეროვნული მედლის მფლობელია.[28] მას ჰყავს ორი შვილი: ელიზაბეტი და გერი ენდრიუ.

ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარტონი (მარჯვნიდან მესამე) თეთრ სახლში 2011 წელს მეცნიერების ეროვნული მედლის მიღების დროს.
  • ალან ვატერმენის სახელობის ეროვნული მეცნიერების ფონდის ჯილდო (1985), პირველი ქალი მიმღები[29][30]
  • ბიოლოგიურ ქიმიაში ელი ლილის ჯილდო, ამერიკის ქიმიის საზოგადოებისგან (1987)[31]
  • ამერიკის ქიმიის საზოგადოების ჯილდო წმინდა ქიმიაში (1988), პირველი ქალი მიმღები[32]
  • ნიუ-იორკის მერის ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში (1988)
  • ამერიკის ქიმიის საზოგადების ბაეკლანდის მედალი (1991), პირველი ქალი მიმღები[33]
  • ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი (1991)[19][34]
  • მაკარტურის აკადემიის წევრი (1991)[35]
  • ამერიკის ქიმიის საზოგადოების გარვანის მედალი (1992)[36]
  • ამერიკის ქიმიის საზოგადოების ტოლმანის ჯილდო (1994), პირველი ქალი მიმღები[37]
  • ჰავინგას მედალი (1995)[38]
  • პოლ კარერის სახელობის ოქროს მედალი (1996), პირველი ქალი მიმღები[19][39]
  • ამერიკის ქიმიის საზოგადოების ნიკოლსის მედალი (1997), პირველი ქალი მიმღები[40]
  • ვეიზმანის ქალი და მეცნიერების ჯილდო (1998)[41]
  • ამერიკის ფილოსოფოსთა საზოგადოების წევრი (2000)[19]
  • მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრი (2002)[19]
  • ვილარდ გიფსის ჯილდო (2006)[42]
  • მეცნიერების ეროვნული მედალი (2011)[43][44]
  • ამერიკის ქიმიის საზოგადოების წევრი (2014)[45]
  • მერიკის ქიმიის ინსტიტუტის ოქროს მედალი (2015)[25]
  • პრიატლის მედალი (2015)[24][46]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Caltech professor awarded National Medal of Science // Los Angeles TimesLA: 2011. — ISSN 0458-3035; 2165-1736
  2. http://www.its.caltech.edu/~jkbgrp/BartonBiography.htm
  3. https://chicagoacs.org/Willard_Gibbs_Award
  4. https://www.acs.org/content/acs/en/funding-and-awards/awards/national/bytopic/francis-p-garvan-john-m-olin-medal.html
  5. https://new.nsf.gov/od/honorary-awards/waterman
  6. https://scalacs.org/?page_id=1139
  7. https://www.iotasigmapi.org/past-award-winners
  8. Priestley MedalAmerican Chemical Society.
  9. Die Liste der Preisträgerციურიხის უნივერსიტეტი.
  10. https://www.njacs.org/awards
  11. https://www.chem.tamu.edu/medals+lectureships/cotton-medal/Cotton-Medal.php
  12. https://www.nesacs.org/award/theodore-william-richards-medal-award/
  13. https://www.rsc.org/prizes-funding/prizes/find-a-prize/centenary-prizes/previous-winners/
  14. https://cen.acs.org/people/awards/Jacqueline-Barton-wins-2023-Welch-Award-in-Chemistry/101/web/2023/08
  15. https://clarivate.com/citation-laureates
  16. https://www.acs.org/funding/awards/ronald-breslow-award-for-achievement-in-biomimetic-chemistry/past-recipients.html
  17. 17.0 17.1 Barton, Jacqueline K. (March 23, 2015). „A Career In Chemistry“. Chemical & Engineering News. 93 (12): 15–19. ციტირების თარიღი: 2 April 2015.
  18. „Bernice Segal, 59, a Professor of Chemistry“. The New York Times. April 11, 1989. ციტირების თარიღი: 2 April 2015.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 19.6 Ghaffari, Elizabeth (2011) Women Leaders at Work: Untold Tales of Women Achieving Their Ambitions. Apress, გვ. 115–124. ISBN 978-1-4302-3730-3. 
  20. The Robert A. Welch Foundation Research Bulletin. Houston, Texas: Robert A. Welch Foundation. 
  21. Thompson, Clifford (2007) Current biography yearbook 2006, 67th annual cumulation, New York: H. W. Wilson, გვ. 23. ISBN 978-0-8242-1074-8. 
  22. Jacqueline Barton, Ph.D. ’79, and Michael L. Lomax, M.A. ’72, to Receive Distinguished Achievement Awards at GSAS Convocation Ceremonies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  23. Barton, Jacqueline Ann (1979) The structure and chemical reactivity of a blue platinum complex : the interaction of antitumor latinum drugs and matallointercalation reagent with nucleic acids. New York: Columbia University. 
  24. 24.0 24.1 24.2 Wilson, Elizabeth K. (June 12, 2014). „Jacqueline Barton Named Priestley Medalist“. Chemical & Engineering News. 92 (24): 4. doi:10.1021/cen-09224-notw1. ციტირების თარიღი: 2 April 2015.
  25. 25.0 25.1 Jacqueline K. Barton. Chemical Heritage Foundation.
  26. Jacqueline K. Barton. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  27. „Meet Jacqueline K. Barton, 2015 Priestley Medalist“. Chemical & Engineering News. 93 (12). Mar 23, 2015. ციტირების თარიღი: 2 April 2015.
  28. „President Obama Honors Nation's Top Scientists and Innovators“. National Science Foundation. October 14, 2011. ციტირების თარიღი: 3 April 2015.
  29. „Chemists devise way to light up DNA, diseases“. Columbia University Record. 19 (11). November 19, 1993. ციტირების თარიღი: 2 April 2015.
  30. Blauner, Peter (Jun 17, 1985). „The Right Chemistry“. New York Magazine. p. 28. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  31. Eli Lilly Award in Biological Chemistry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 3 April 2015.
  32. ACS Award in Pure Chemistry. American Chemical Society (ACS). ციტირების თარიღი: 3 April 2015.
  33. Awards. ციტირების თარიღი: 7 April 2015.
  34. Book of Members, 1780-2010: Chapter B. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: May 19, 2011.
  35. Angier, Natalie (March 2, 2004). „Scientist at Work/Jacqueline Barton“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  36. Francis P. Garvan-John M. Olin Medal. American Chemical Society (ACS). ციტირების თარიღი: 3 April 2015.
  37. Tolman Award. Southern California Section of the American Chemical Society. ციტირების თარიღი: 7 April 2015.
  38. Havinga Medal Laureates. ციტირების თარიღი: 7 April 2015.
  39. List of Recipients. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 7 April 2015.
  40. Nichols Medalists. ციტირების თარიღი: 7 April 2015.
  41. „Dr. Jacqueline Barton To Receive 1998 Women & Science Award“. EurekaAlert. American Committee for the Weizmann Institute of Science. 1998-04-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-18. ციტირების თარიღი: 3 April 2015.
  42. Tindol, Robert (May 16, 2006). „Caltech Chemist Jacqueline Barton Receives Gibbs Medal from American Chemical Society“. Caltech. ციტირების თარიღი: 3 April 2015.
  43. „Jacqueline Barton: DNA like wire for signaling within a cell“. EarthSky. Apr 23, 2012. ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  44. Jacqueline Barton (1952– ). ციტირების თარიღი: 31 March 2015.
  45. Banner year for female nanoscientists honored as 2014 ACS Fellows (July 22, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 1 April 2015.
  46. Kemsley, Jyllian (March 23, 2015). „Meet Jacqueline K. Barton, 2015 Priestley Medalist“. Chemical & Engineering News. 93 (12): 11–14. ციტირების თარიღი: March 30, 2015.