შინაარსზე გადასვლა

პროცენტული სვოპი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროცენტული სვოპი (ინგლ. interest rate swap, IRS) — ორ მხარეს შორის წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი შეთანხმების სახით, რომ გარკვეულ თარიღში ერთი მხარე გადაუხდის მეორე მხარეს ფიქსირებულ პროცენტს გარკვეულ თანხაზე და მისგან პროცენტის თანხაზე გადახდას მიიღებს მცოცავი განაკვეთით (მაგალითად, LIBOR-ის განაკვეთით).[1]

შეთანხმება მომავალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ (ინგლ. Forward Rate Agreement) — სტანდარტიზებული პროცენტული სვოპი.[2]

პროცენტულ სვოპს, ჩვეულებრივ იყენებენ აქტივებთან და პასივებთან ოპერაციების დაზღვევისას ფიქსირებული განაკვეთების მცოცავ განაკვეთებში და პირიქით გადასაყვანად. პროცენტული სვოპის პოზიცია შეიცავს საპროცენტო და საკრედიტო რისკებს ხელშეკრულების მხარეებისათვის.[3]

პროცენტული სვოპები პოულოვენ გამოყენებას სხვადასხვა საინვესტიციო სტრატეგიებში. ისინი არიან პოპულარული ინსტრუმენტები ჰეჯირებისა და ფინანსური სპეკულაციებისათვის.

საპროცენტო განაკვეთის დაფიქსირება სვოპ შეთანხმებით იძლევა საპროცენტო განაკვეთების ვარნისგან დაზღვევის შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, საპროცენტო განაკვეთების დაწევისას კონტრაგენტი მოგებაში იქნება.[4]

პროცენტული სვოპზე პოზიციაში შესვლის დაბალი ზღვარის წყალობით ისინი სარგებლობენ პოპულარობით საპროცენტო განაკვეთების მოძრაობაზე სპეკულაციების განმახორციელებელ ტრეიდერებთან.[5]

ასე, საბაზო აქტივზე სრულფასოვანი მოკლე პოზიციის გახსნის ნაცვლად, რომელზეც მოსალოდნელია ფასის ვარდნა, ტრეიდერისათვის საკმარისია სვოპ შეთანხმების დადება, რომელიც აფიქსირებს საპროცენტო განაკვეთს ანალოგიურ პერიოდზე.

  1. Interest Rate Swaps. global.pimco.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-30. ციტირების თარიღი: 2022-01-07
  2. Hedge accounting: What are the benefits of a dynamic risk management strategy?. bloomberg.com. ციტირების თარიღი: 2022-01-07
  3. Swap Trading. comparebrokers.co. ციტირების თარიღი: 2022-01-07
  4. Interest Rate Swap. investopedia.com. ციტირების თარიღი: 2022-01-07
  5. An In-Depth Look at the Swap Market. investopedia.com. ციტირების თარიღი: 2022-01-07