პროკლეტიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პროკლეტიე
Jezerski Vrh (2694) sa Karanfila (2480).jpg
კოორდინატები: 42°26′30″ ჩ. გ. 19°48′45″ ა. გ. / 42.44167° ჩ. გ. 19.81250° ა. გ. / 42.44167; 19.81250
ქვეყანა მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
ალბანეთის დროშა ალბანეთი
სერბეთის დროშა სერბეთი
უმაღლესი წერტილი ეზერცა
სიმაღლე 2694 
სიგრძე 100 კმ
პროკლეტიე — ევროპა
პროკლეტიე

პროკლეტიე, ჩრდილოეთ ალბანეთის ალპები (ალბ. Bjeshkët e Nemuna, ჩერ. Проклетије, სერბ. Проклетије) — ქედი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, დინარის მთიანეთის სამხრეთ ნაწილში. განფენილია მონტენეგროს, ალბანეთისა და სერბეთის ტერიტორიებზე. სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 100 კმ. სიმაღლე 2694 მ-მდე (მთა ეზერცა). აგებულია კირქვებით, დოლომიტებითა და ფიქლებით. არის რელიეფის კარსტული ფორმები. ქედი ძლიერაა დანაწევრებული მდინარე დრინის შენაკადებით. შემოსილა მუხის, წიფლის, ფიჭვისა და ნაძვის ტყეებით. 1700-1800 მ-ზე ზევით არის მთის მდელოები და თოვლნარი. 2009 წელს, პროკლეტიეზე 1980-2440 მ სიმაღლეზე მიაკვლიეს 4 მყინვარს, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ექსპოზიციის ღრმა კარებში არიან განლაგებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]