პრეტენდენტთა X ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრეტენდენტთა X ტურნირი. ოქტომბერი - ნოემბერი 1992. შანხაი

ტურნირში სამი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა. პირველად ცდილობდა პრეტენდენტობის მოპოვებას ჟუჟა პოლგარი, პოლგართა ცნობილი ოჯახის უფროსი და. თუმცა პრეტენდენტობას მხოლოდ ტურნირის მოგება არ იძლეოდა, საჭირო იყო მეორე ადგილზე გასული მოჭადრაკის ფინალურ მატჩში დამარცხებაც. ჟუჟამ უპრობლემოდ დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ადგილისათვის ბრძოლა მაია ჩიბურდანიძესა და ნანა იოსელიანს შორის გაიმართა. ნანამ მხოლოდ უკეთესი კოეფიციენტებით დაიკავა მეორე ადგილი და მოიპოვა ფინალურ მატჩში თამაშის უფლება.

ფინალური მატჩი ჟუჟამ ორი მოგებით დაიწყო და თითქოს გამარჯვებაც ახლოს იყო, მაგრამ ნანამ მოიგო მეექვსე და მერვე პარტიები და ანგარიში გაათანაბრა. დაინიშნა დამატებითი პარტიები. ჟუჟამ ისევ მოიგო პირველი, ნანამ ისევ გაათანაბრა. იგივე განმეორდა მეორე დამატებულ ორ პარტიაშიც და გამარჯვებულად კენჭისყრით ნანა იოსელიანი გამოცხადდა.

მოჭადრაკე 1 2 3 4 5 6 7 8 9
1 ჟუჟა პოლგარი უნგრეთის დროშა 1,= 1,= =,= 1,= 1,= 1,1 =,1 1,1 12,5
2 ნანა იოსელიანი 0,= საქართველოს დროშა =,= 1,= 1,= 1,1 0,0 1,1 0,1 9,5
3 მაია ჩიბურდანიძე 0,= =,= საქართველოს დროშა 0,= 1,= 1,1 =,1 0,1 1,= 9,5
4 ალისა მარიჩი =,= 0,= 1,= იუგოსლავიის დროშა =,1 =,= 1,= 0,1 0,0 8
5 ცინ კანინი 0,= 0,= 0,= =,0 ჩინეთის დროშა =,0 1,1 1,= 1,1 8
6 ირინა ლევიტინა 0,= 0,0 0,0 =,= =,1 აშშ-ის დროშა =,= 1,= 0,1 6,5
7 ფენ ჭაოფინი 0,0 1,1 =,0 0,= 0,0 =,= ჩინეთის დროშა 0,= 1,= 6
8 ნონა გაფრინდაშვილი =,0 0,0 1,0 1,0 0,= 0,= 1,= საქართველოს დროშა =,= 6
9 ვან ფინი 0,0 1,0 0,= 1,1 0,0 1,0 0,= =,= ჩინეთის დროშა 6

პრეტენდენტთა ფინალური მატჩი.

თებერვალი 1993 მონტე-კარლო ნანა იოსელიანი - ჟუჟა პოლგარი 6 - 6

მატჩი მონტე-კარლოში მეტად დაძბული გამოდგა. იგი პოლგარის უპირატესობით დაიწყო. შემდეგ ნანამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. დამატებით პარტიებშიც პოლგარი სულ წინ იყო და ნანა სულ ათანაბრებდა. ბოლოს ფორტუნამ (კენჭისყრამ) ქართველ მოჭადრაკეს გაუღიმა და მატჩის გამარჯვებულად ის გამოცხადდა.

მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
1 ნანა იოსელიანი საქართველოს დროშა 0 0 = = = 1 = 1 0 1 0 1 6
2 ჟუჟა პოლგარი უნგრეთის დროშა 1 1 = = = 0 = 0 1 0 1 0 6