ანბანთქება
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ანბანთქება}} |
ანბანთქება — აკროსტიქის ნაირსახეობა, ანბანის რიგის, თანმიმდევრობის მიხედვით გაწყობილი ლექსი. უაღრესად პოპულარული იყო XVII-XVIII საუკუნეებში, ნაწილობრივ მეცხრამეტეშიც. შინაარსობრივად ამ ყაიდის ლექსები ზოგჯერ საგანმანათლებლო, სამოძღვრო, დიდაქტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ანბანთქებანი ჰქონდათ თეიმურაზ I-ს, არჩილს, ვახტანგ მეექვსეს, თეიმურაზ მეორეს, ბესიკს და ზოგიერთ სხვა პოეტს. დავით გურამიშვილმაც კი მოუხადა ხარკი ამ მოდურ გატაცებას.
აღნაგობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ანბანთქება
აღნაგობის თვალსაზრისით ლექსის ამ სახეობის შემდეგი ძირითადი ტიპეში შეიქმნა:
- ლექსის პირველი სტროფის ოთხივე სტრიქონი იწყება ა ასოთი, მეორე სტროფის ბ ასოთი და ასე ბოლომდე;
- ლექსის პირველ სტროფში ყოველი სიტყვა იწყება ა ასოთი, მეორეში ბ ასოთი და ასე შემდეგ.
- ლექსის პირველი სტრიქონის ყოველი სიტყვა იწყება ა ასოთი, მეორე სტრიქონისა — ბ ასოთი, მესამისა გ ასოთი და ასე ბოლომდე.