იპოლიტო ნიევო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იპოლიტო ნიევო
Ippolito Nievo.jpg
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1831(1831-11-30)[1]
დაბადების ადგილი პადუა[2]
გარდაცვალების თარიღი 4 მარტი, 1861(1861-03-04)[1] (29 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტირენიის ზღვა
ფსევდონიმი Arsenico
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, სამეცნიერო ფანტასტი მწერალი და პოეტი
ენა იტალიური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of the Habsburg Monarchy.svg ავსტრიის იმპერია
ალმა-მატერი პადუის უნივერსიტეტი და პავიის უნივერსიტეტი
Magnum opus Confessions of an Italian
ჯილდოები Commemoration Medal for the thousand of Marsala
ნათესავ(ებ)ი Carlo Marin
საიტი fondazionenievo.it/it/

იპოლიტო ნიევო (იტალ. Ippolito NievoIppolito Nievo; 30 ნოემბერი, 1831, პადუა - 4 მარტი, 1961) — იტალიელი მწერალი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. რისორჯიმენტოს მონაწილე. ჯუზეპე გარიბალდის მხარდამჭერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იპოლიტო იურისტის შვილი იყო. მან დაამთავრა პადუას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ უარი თქვა იურიდიულ პრაქტიკაზე, არ სურდა მმართველი ავსტრიული რეჟიმის მხარდაჭერა და მოგვიანებით ჯუზეპე გარიბალდის არმიას შეუერთდა. მონაწილეობა მიიღო მის სიცილიის კამპანიაში .

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცილიიდან სახლში, პენუაში დაბრუნებისას იპოლიტო ნიევო გარდაიცვალა ტირენიის ზღვაში გემის მსხვრევის შედეგად. მისი ტრაგიკული სიკვდილისადმი მიძღვნილ ნაშრომებში არსებობს გემის "ჰერკულესის" განზრახ ჩაძირვის პოპულარული ჰიპოთეზა. გემ "ჰერკულესის"-ზე,რომელზეც მწერალთან ერთად იყო გარიბალდიანების მნიშვნელოვან ფინანსურ ანგარიშები. ამ თვალსაზრისს, უმბერტო ეკო იზიარებს თავის რომანში "პრაღის სასაფლაო".

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ნიევომ გამოსცა რომანები „სიკეთის ანგელოზი“ (იტალ. Angelo di bontà; 1856 ) და "გრაფი-მწყემსი" (1857 ), "სოფლის ნოველები" (გამოიცა 50-იან წლებში), ლექსების კრებული "ციცინათელები" (იტალ. Le luccioleLe lucciole ; 1858) და "გარიბალდიანების სიყვარული" (იტალ. Gli amori garibaldini; 1860 წ.), რამდენიმე პიესა, პუბლიცისტური სტატიება, ნარკვევი ”ხალხური და სამოქალაქო პოეზიის შესწავლა, განსაკუთრებით იტალიაში” (იტალ. Studii sopra la poesia popolare e civile massimamente in Italia; 1854), ჰენრიხ ჰაინეს თარგმანები და მრავალი სხვა. პოპულარობა მას მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულმა რომანმა „იტალიელის აღსარება“ მოუტანა (იტალ. Le Confessioni d'un italiano), რომელშიც დაწვრილებით საუბრობდა რისორჯიმენტოს მონაწილეებზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Ньево Ипполито // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.