პრასლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრასლინი
მშობ. სახელი: ფრანგ. Praslin
გეოგრაფია
პრასლინი — სეიშელის კუნძულები
პრასლინი
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 04°19′14″ ს. გ. 55°43′56″ ა. გ. / 4.32056° ს. გ. 55.73222° ა. გ. / -4.32056; 55.73222
ფართობი 38 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი ბე-სენტ-ანი და გრანდ-ანსი
დემოგრაფია
მოსახლეობა 6500 (2009)
სიმჭიდროვე 171,053 /კმ²
პრასლინი — ინდოეთის ოკეანე
პრასლინი

პრასლინი (ფრანგ. Praslin) — კუნძული სეიშელის კუნძულებში. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. 2009 წლის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 6500 კაცს შეადგენდა. სიმჭიდროვე 171,053 კაცი/კმ².

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ პრასლინის რუკა.

სეიშელის კუნძულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულიდან, კუნძულ მაედან, დაშორებულია 36 კილომეტრით. კუნძულის ფართობი შეადგენს 38 კმ², ხოლო მისი ზომებია 11 კმ 4 კმ-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ პრასლინი მდებარეობს კუნძულ მაესთან ახლოს, მისი რელიეფი შედარებით უფრო მთიანია და აქვს თავისი უნიკალური თავისებურებები, რომელთაგან მთავარია ტყე, რომელსაც არ შეუცვლია თავისი იერსახე ჯერ კიდევ პირველყოფილი დროიდან, ანუ რამდენიმე მილიონი წლის პერიოდში.

ამ ბუნებრივი მშვენიერების მთავარ ღირსებად ითვლება სეიშელის კუნძულების სიამაყე — პალმა Coco de Mer, რომლის ნაყოფი არა მარტო გამოირჩევა დიდი ზომებით და არაჩვეულებრივი ფორმით, არამედ სახელმწიფოსთვის მოაქვს გარკვეული შემოსავალი. მის გატანაზე შეზღუდვების დაწესებით და ასევე ამ იშვიათი ჯიშის პალმის კერძო პირების მიერ მოყვანით, სეიშელის კუნძულების მთავრობამ შეინარჩუნა იგი პირველად მდგომარეობაში მხოლოდ ამ ტერიტორიაზე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულზე ცხოვრობს 6500 ადამიანი. მოქმედებს პრასლინის კუნძულის აეროპორტი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციულად პრასლინის კუნძული იყოფა 2 ოლქად: ბე-სენტ-ანი და გრანდ-ანსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]