პორფილე ჩანჩიბაძე
პორფილე გიორგის ძე ჩანჩიბაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 26 დეკემბერი, 1901 |
დაბადების ადგილი | ოზურგეთი |
გარდაცვალების თარიღი | 14 მარტი, 1950[1] |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
კუთვნილება | საბჭოთა კავშირი |
ჯარის სახეობა | ქვეითი |
სამხედრო სამსახურის წლები | 1921 — 1950 |
წოდება | გენერალ-პოლკოვნიკი |
მეთაურობდა | 2nd Guards Army |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი: მოსკოვის ბრძოლა, სტალინგრადის ბრძოლა, აღმოსავლეთ პრუსიის შეტევითი ოპერაცია |
ჯილდოები | 2 ლენინის ორდენი, საბჭოთა კავშირის გმირი |
პორფილე ჩანჩიბაძე (დ. 26 დეკემბერი [ძვ. სტ. 13 დეკემბერი], 1901, ოზურგეთი — გ. 14 მარტი, 1950, მოსკოვი) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორფილე ჩანჩიბაძე დაიბადა ქალაქ ოზურგეთში, გიორგი ჩანჩიბაძისა და ელისაბედ სირაძის ოჯახში. განათლება მიიღო ზვანის ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ კი ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში. მშობლების სურვილის მიუხედავად ექიმობას ჯარისკაცობა არჩია. საბჭოთა არმიაში იყო 1921 წლიდან.
მეორე მსოფიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომში პორფილე ჩანჩიბაძე თავდაპირველად მეთაურობდა 107-ე მოტომსროლელ დივიზიას. მისი მეთაურობით დივიზიამ ქალაქ ბელთან გაანადგურა გერმანებეის მე-20 სატანკო დივიზია. ჩანჩიბაძემ დივიზია 28 დღიანი ალყიდან გაიყვანა. ალყიდან გამოსვლისას დივიზიამ ფეხით გაიარა 400 კმ, ალყიდან გამოყვანილი იქნა 3500 ჯარისკაცი და მთელი საბრძოლო ტექნიკა. ამის შემდგომ ჩანჩიბაძე სარდლობდა 30-ე არმიის მოძრავ ჯგუფს, რომელიც ორ დივიზიას აღემატებოდა. მისმა შენაერთმა 1941 წლის 16-18 დეკემბერს წარმატებით შეასრულა დავალება. 1942 წლის შემოდგომაზე ჩანჩიბაძე დაინიშნა მე-13 გვარდიული მსროლელთა კორპუსის მეთაურად. კორპუსი მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლაში. კორპუსმა გაანადგურა ფონ მანშტაინის რამდენიმე სატანკო და ქვეითი დივიზია, ბრძოლით გაიარა 500 კმ და გაათავისუფლა 200-მდე დასახლება. 1943 წლის გაზაფხულზე მე-13 კორპუსი ჩანჩიბაძის მეთაურობით მონაწილეობდა ყირიმის გათავისუფლებაში. ჩანჩიბაძემ მაისში აიღო ქალაქი სევასტოპოლი.
1944 წლის ივნისიდან ჩანჩიბაძე სარდლობდა მე-2 გვარდიული არმიის ჯარებს და მონაწილეობდა ბალტიისპირეთის გათავისუფლების ოპერაციაში. 300 კილომეტრიანი მარშის შემდეგ გადალახა მდინარე ნემნა და მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პრუსიის შეტევით ოპერაციაში, რომლის დროსაც გაარღვია სამი ძლიერი გამაგრებული ზოლი, გაანადგურა მოწინააღმდეგის სამი დივიზია და გაათავისუფლა 228 დასახლება.
1945 წლის 19 აპრილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ხოლო 2 ივლისს - გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. ომის შემდეგ ჩანჩიბაძეს ეკავა სამეთაურო თანამდებობები. იყო სსრკ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. გარდაიცვალა 1950 წლის 14 მარტს, 48 წლის ასაკში. დაკძალეს მოსკოვში, ნოვოდევიჩის პანთეონში.
უმაღლესი მთავარსარდლის მიერ ბრძანებით გამოცხადებული მადლობები[2]
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისათვის პერეკოპესთან, სივაშესთან და ჯანკოემის აღებისათვის (1944 წლის 11 აპრილი)
- ·ქალაქ ევპატორიის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 13 აპრილი)
- ქალაქ სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 10 მაისი)
- ქალაქ შიაულიაის განთავისუფლებისათვის (1944 წლის 27 ივლისი)
- მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევისათვის (1944 წლის 8 ოქტომბერი)
- ·მდინარეების დაიმე და პრეგელის ფორსირებისათვის და ქალაქების აღებისათვის (1945 წლის 23 იანვარი)
- ·აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქების აღებისათვის (1945 წლის 4 თებერვალი)
- ·ქალაქ პრეის-ეილაუს აღებისათვის (1945 წლის 10 თებერვალი)
- ·აღმოსავლეთ პრუსიის გერმანული სამხედრო დაჯგუფებების განადგურებისათვის კენისბერგის სამხრეთ დასავლეთით (1945 წლის 29 მარტი)
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით. 1945 წლის 19 აპრილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯილდოები Общедоступный электронный банк документов «Подвиг Народа в Великой Отечественной войне 1941-1945 гг.»დაარქივებული 2012-07-25 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტ. ჩინჩილაკაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 81.
- კუპატაძე, ელვერ გენერალი ჩანჩიბაძე / ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინ-ტი. - თბ. : მეცნიერება, 1984. - 224გვ. : ილ. ; 21სმ.. - რეზ. რუს.. - 1მ.60კ., 10000ც.
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Чанчибадзе Порфирий Георгиевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Приказы Верховного Главнокомандующего в период Великой Отечественной войны Советского Союза. Сборник. М., Воениздат, 1975.