პორტუგალიური მეძებარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პორტუგალიური მეძებარი
წარმოშობის ქვეყანა პორტუგალია
თვისებები
წონა მამრი 23-27 კგ.
მდედრი 16-23 კგ.
სიმაღლე მამრი 53-56 სმ.
მდედრი 5053 სმ.
ბეწვი ყვითელი, წაბლისფერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პორტუგალიური მეძებარი (პორტ. Perdigueiro Português) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია პორტუგალიაში შუა საუკუნეებში.

ოდესღაც ამ უძველეს ძაღლის ჯიშსიყენებდნენ მიმინოთი ნადირობისას. მისი წინაპარი, როგორც ჩანს, იყო დღესდღეობით გადაშენებული ესპანური მეძებარი პოდენგო დი მასტრა, ხოლო მისი პორტუგალიური სახელწოდება ნიშნავს "გნოლის ძაღლს" და მის პირვანდელ დანიშნულებაზე მიუთითებს. ესპანური მეძებრის გარეგნული სახე რამდენიმე საუკუნეა არ შეცვლილა. მრავალმხრივი მონადირეობრივი ტალანტით დაჯილდოებული დამჯერი პორტუგალიური მეძებარი შესაძლოა ინგლისური პოინტერის წინაპარია, რომელიც დიდ ბრიტანეთში, როგორც ჩანს, XVIII საუკუნის დასაწყისში შეიყვანეს. გაწონასწორებული, დამჯერი და საიმედო ეს ძაღლები დამსახურებულად სარგებლობენ დიდი პოპულარობით თავის სამშობლოში. ეს განპირობებულია როგორც მათი შესანიშნავი ხასითით, ასევე შესანიშნავი მუშა თვისებებით. პორტუგალიური მეძებარი კარგად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, ადვილად იწვრთნება, თუმცა ცუდი მოდარაჯეა. კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად პორტუგალიურ მეძებარს მნიშვნელოვანი და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა სჭირდება. მისი ბალანი შეიძლება იყოს ყვითელი, ან წაბლისფერი და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, კარგად უძლებს სიცხეს, აქვს სწორი, გრძელი წინა ფეხები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]