ესპანური მეძებარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ესპანური მეძებარი
წარმოშობის ქვეყანა ესპანეთი
თვისებები
წონა მამრი 28-30 კგ.
მდედრი 25-28 კგ.
სიმაღლე მამრი 70-76 სმ.
მდედრი 66-70 სმ.
ბეწვი ნაცრისფერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ესპანური მეძებარი (ესპ. Perdiguero de Burgos) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ესპანეთში XVI საუკუნეში.

ეს მეძებრების შედარებით „ახალი“ ჯიში, როგორც ჩანს, მიიღეს უძველესი მეძებრების (როგორიცაა, მაგალითად, ნავარული პერდიგუერო) და უფრო მჩატე ძვლების მქონე მეძებრების შეჯვარებით. სრულებით შესაძლებელია, რომ მეძებრების ბევრი ევროპული ჯიშის სამშობლო იყოს პირენეის ნახევარკუნძული. ოდესღაც ესპანურ მეძებარს იყენებდნენ ირემზე და სხვა მსხვილ ნადირზე სანადიროდ, დღესდღეობით მას იყენებენ მცირე ნადირის (კურდღელი, გნოლი და ა.შ.) მოსაძებნად და აპორტირებისთვის.

დაუღალავი მუშაკი, ესპანური მეძებარი ერთნაირად კარგად მუშაობს როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში. მისი გარეგანი იერი მიუთითებს კარგი ყნოსვის მქონე მეძებრებთან ახლო ნათესაობაზე, კარგად დგას კვალში ესპანური მეძებარიც. ნაკლებმომთხოვნი და კეთილი ეს ძაღლი ბავშვებთან ალერსიანია, მომთმენია სხვა ძაღლების მიმართ და უმიზეზოდ არასოდეს იკბინება. ადვილად იწვრთნება, კარგად უძლებს სიცხეს, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. ესპანურ მეძებარს აქვს გრძელი ყურები, სწორი და გრძელი წინა ფეხები, მხრები ძალიან დაკუნთული და ძლიერია, მუქ თვალებს ნაღვლიანი გამოხედვა ახასიათებთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]