პორტალი განხილვა:გეოგრაფია/თემები/ფიზიკური გეოგრაფია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოლოგია ნამდვილად არ არის ფიზიკური გეოგრაფიის ნაწილი და აქ რატომ არის? (იგივე კითხვა მაქვს ეკოლოგიაზეც) მემგონი, ამოსაღებია -- 08:38, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გეოლოგია რატომ არ არის? --მიხეილ მიწერა 10:36, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად და, ჯერ პალეოგეოგრაფიასა და გეომორფოლოგიას გაეცანით და შემდეგ იმსჯელეთ. რიგი გეოლოგიისა და ფიზ. გეოგრაფიის დარგები ერთმანეთთან არიან კავშირში, ამიტომ აქ ამოსაღები არაფერია. მადლობთ--ოთოჯი / მომწერე 11:57, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
MIKHEIL, ნახეთ ეს და ეს, სხვაობა უნდა იყოს.
ოთოჯი, თქვენც გმადლობთ რჩევისთვის, თუმცა სტატიების გადახედვა/გაცნობა ალბათ არ მჭირდება - ფიზიკური გეოგრაფია ჩემი სპეციალობაა. გეთანხმებით, გეოლოგიისა და ფიზიკური გეოგრაფიას შორის ნამდვილად არის მჭიდრო კავშირში გეომორფოლოფიის (ასევე, პალეოგეოგრაფიის) სახით, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ერთი მეორის ნაწილია, ან მეორე - პირველის. გეოლოგია ხომ ცალკე მეცნიერებაა და მისი შესწავლის საგანიც ხომ გაცილებით ფართოა და ღრმა, ვიდრე მხოლოდ რელიეფი?!
თან კავშირი ფიზიკურ გეოგრაფიას ყველა საბუნებისმეტყველო მეცნიერებასთან აქვს, მაშინ ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიაც (თუმცა ბიოგეოგრაფია არის) უნდა დავამატოთ.
და კიდევ, დიდი შრიფტით რაც არის გამოყოფილი, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ იქ უშუალოდ ფიზიკური გეოგრაფიის ცალკეული დარგები უნდა ეწეროს. შესაბამისად,როგორც ვთქვი, გეოლოგია ამოსაღებია. ასევე ცაკლე გამოსაყოფია ნიადაგმცოდნეობა, რომელიც ჩემთვის გაუგებარი მიზეზით გეომორფოლოგიის სექციაში წერია. ასევე ბიოგეოგრაფიის სექცია ორ ნაწილად უნდა დაიყოს: ფიტოგეოგრაფია და ზოოგეოგრაფია. არც არაფერია ნათქვამი დედამიწისმცოდნეობაზე, ლანდშაფტმცოდნეობაზე.
ვნახე, თემატიკა ფრანგული ვიკიპედიიდან რომ არის გადმოტანილი. ინგლისურში კი ასეა -- 16:50, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
თქვენი სპეციალობა აქ არაფერ შუაშია. აქ არავინ არ დაობს იმაზე, რომ გეოლოგია ფიზიკური გეოგრაფიის დარგია (კარგად წაიკითხეთ რა დავწერე). როგორც ხედავთ გეოლოგიის რიგი დარგი აწვდის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფიზიკურ გეოგრაფიულ მეცნიერებას. რატომ ინდა იყოს იზოლირებული ფიზ. გეოგრაფია ? რა არის იმაში ცუდი, რომ ფიზ. გეოგრაფიასთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგები აქ არის გაშუქებული. ვთქვათ, გვაქვს თემა გეოლოგია, მასთან დაკავშაირებული დარგები თუკი იქნება გაშუქებული ეს მხოლოდ გაამდიდრებს იქ არსებულ ინფორმაციას. იგივეა გეოგრაფიის შემთხვევაშიც. და გეომორფოლოგიას რაც შეეხება, იგი ერთგვარი "ხიდია" გეოგრაფიასა და გეოლოგიას შორის. ასევე ნიადაგთმცოდნეობაა დაკავშირებული გეომორფოლოგიასთან. ამიტომაც გეოლოგიის განდევნა აქედან მე პირადად გაუმართლებლად მიმაჩნია.--ოთოჯი / მომწერე 17:59, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემი სპეციალობის დასახელება "...გაეცანით და შემდეგ იმსჯელეთ"–ზე არაპირდაპირი პასუხი იყო, ბატონო ოთოჯი.
რატომ იქნება გეოლოგიის "განდევნა" მისი იზოლირება? გეომორფოლოგია წერია და რა საჭიროა ცალკე გეოლოგიის დაწერა, გეომორფოლოგიაში ხომ ისედაც იგულისხმება გეოგრაფიისა და გეომორფოლოგიის საერთო ცოდნა?! ნიადაგმცოდნეობა/ნიადაგების გეოგრაფია, პალეოგეოგრაფია კი ცალკეა საჭირო.
ბიოგეოგრაფიისთვისაც ბიოლოგია უმნიშნველოვანესია. თქვენი ლოგიკით - ბიოლოგიაც უნდა ჩაემატოს (ქიმიაც და ფიზიკაც). ცუდი არაა, მაგრამ ზედმეტია.
ფიზიკური გეოგრაფიის თემატური კრებული იმ თემების კრებულს ნიშნავს, რასაც ფიზიკურ გეოგრაფია მოიცავს.ამიტომ მიმართულებების დაწერაა მხოლოდ საჭირო. რომელ მეცნიერულ დარგებთან აქვს მეტ-ნაკლებად კავშირი ფიზიკურ გეოგრაფიას - ეს კიდევ სხვა საკითხია.
დიდი შრიფტით ესენი (თავიანთი ქვემიმართულებებით და კონკრეტული საკვლევი ობიექტებით) უნდა იყოს - Biogeography Climatology / Paleoclimatology Coastal geography Edaphology Geomorphology Glaciology Hydrology / Hydrography Landscape ecology Limnology Oceanography Palaeogeography Pedology/Soil science Quaternary science .
მე ასე მგონია და ეს განხილვის გვერდიც სწორედ ამ "მგონიას" დაფიქსირებას ემსახურება. კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ. :) -- 19:07, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ქალბატონო ლიკა გეომორფოლოგიაში საერთო გეოგრაფიული ცოდნა როდის ერთი იგულისხმება, რაღაც ახალია :). ხოდა აქ განხილულია ფიზ. გეოგრაფიის დარგები და კავშირებიც. მე პრობლემას ვერ ვხედავ. წეღან ითქვა ამოსაღებიაო, ახლა შესაცვლელიო. ჩამოყალიბთიდ მაინც? :)--ოთოჯი / მომწერე 19:18, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
"გეოგრაფიისა და გეოლოგიის" უნდა დამეწერა, თითქმის ისეთივე მექანიკური შეცდომაა როგორიც ჩამოყალიბება სიტყვის თქვენეული "ჩამოყალიბთიდ" ფორმა. ამოღება - შეცვლას არ გამორიცხავს.ზუსტად დარგების და კავშირების ერთმანეთში არევაა პრობლემა, ბრმად თარგმნაა პრობლემა. მართალი ხართ, ალბათ კარგად ვერ დავწერე ჩემი სათქმელი, რადგან ვერ გაიგეთ. -- 19:48, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით, ქართული ვიკიპედია არაა იმ დონემდე განვითარებული, რომ თუნდაც ცალკე პორტალი შეიქმნას გეოლოგიაზე, ამიტომ სრულიად გამართლებულად მიმაჩნია მისი ჩასმა ფიზიკური გეოგრაფიის პორტალში, თუ რატომ, ოთომ მშვენივრად ახსნა. მეორეც, რაზე დავობთ? პორტალები საერთოდ მკვდარია და მთავარი გვერდიდანაც კი ამოვიღეთ. არ ღირს ამ საკითხზე დროის კარგვა ამხელა განხილვებით. სჯობს უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მივხედოთ. --მიხეილ მიწერა 19:56, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა გეთანხმები. ნამდვილად ასეა. ლიკა თუ ისტორიას ნახავთ დაინახავთ, რომ იგი ჩემი თარგმნილი არ არის. მე ერთ დროს წითელი ბმულები გავალურჯე :). უბრალოდ პრობლემაც ვერ ვნახე მასში. ესარის და ეს. საწყენად მე არც არაფერი დამიწერია. მე თანაშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვარ. გამოითიშა ერთიმეორისაგან ნიადაგთმცოდნეობა და გეომორფოლოგია და ამანაც გამაკვირვა. გეომორფოლოგია განაპირობებს ურთიერთკავშირს გეოლოგიასა და გეოგრაფიას შორის. მე და თქვენ ამას ვერ შევცვლით, ეს დიდმა ალექსანდრე ჯავახიშვილმაც ვერ შეცვალა. უნდა გვესმოდეს, რომ, ფიზ. გეოგრაფი ვერ იქნება ადამიანი თუ მას გეოლოგია არ ეცოდინება. ეს ამ მეცნიერების კანონზომიერებაა. ამიტომ ეს დარგები არ უნდა გამოითიშოს ერთიმეორისაგან. მადლობთ, მე მოვრჩი. მივხედოთ საქმეებს:)--ოთოჯი / მომწერე 20:08, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს საკითხი ჩემთვის უმნიშვნელო არაა, ამიტომაც დავწერე. საწყენად არც მე მითქვამს არაფერი. ბევრი რამაა დასახვეწი (გასარკვევი) და ესეც ერთგვარი საქმეა. წარმატებებს გისურვებთ -- 20:31, 14 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]