თარგი:რჩეული სტატია/ისტორია/უძველესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Code-de-Hammurabi-2.jpg

ხამურაბის კანონები შეიქმნა ბაბილონში მეფე ხამურაბის მიერ ძვ. წ. XVII საუკუნეში.

ხამურაბის კანონები მესოპოტამიის ისტორიაში არაა პირველი კანონმდებლობა. კანონების ჩვენამდე მოღწეული პირველი კოდექსი შუმერ მეფეს შულგის ეკუთვნის. შემდეგი ჩვენამდე მოღწეული კანონმდებლობა ისინის სამეფოს მეფეს ლიპიტ-იშტარს მიეკუთვნება. ხოლო ხამურაბის კანონების უშუალო წინამორბედია ეშნამუს კანონები, რომლებიც ძვ. წ. 1790 წლით თარიღდება.

ამრიგად სახეზეა მესოპოტამიის იურისპუდენციის ტრადიციის განვითარება. იმ დროს არ არსებობდა დღევანდელი ცნება nullum crimen sine lege - დანაშაული არ არსებობს თუ კი იგი არაა მითითებული კანონებში. ამიტომ მესოპოტამიელი იურისტები არ ცდილობდნენ კანონებში ყველანაერი შემთხვევები აესახათ. მესოპოტამიური იურისპუდენციის განვითარების კულმინაცია კი სწორედ ხამურაპის კანონები გახლდათ.(...სრულად)