პორტალი:ტრანსპორტი/იცოდით
- ...ახალი ათონის მღვიმეში 1975 წლიდან მოქმედებს უნიკალური მიწისქვეშა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა (სურათზე), რომელსაც მეტროპოლიტენს ადარებენ...
- ...თბილისის ტრამვაის წინაპარი ცხენების წევაზე მომუშავე „კონკა“ პირველად 1883 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს აკავშირებდა...
- ...ყირიმში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტროლეიბუსის მარშრუტი მოქმედებს...
- ...სტამბოლის მეტროპოლიტენი, გახსნილი 1875 წელს, ყველაზე ძველია კონტინენტურ ევროპაში და ერთ-ერთი ყველაზე მოკლე მსოფლიოში...
- ...ტრანსციმბირის მაგისტრალი ყველაზე გრძელია მსოფლიოში (9 288,2 კმ)...