თბილისის ტრამვაი
თბილისის ტრამვაი — ერთადერთი ტრამვაის სისტემა საქართველოში, რომელიც თბილისში ფუნქციონირებდა 1883 წლიდან 2006 წლამდე. თავდაპირველად მუშაობდა ცხენის წევაზე, 1904 წლიდან კი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. 2006 წლის 4 დეკემბერს თბილისის ტრამვაის სისტემა, სატროლეიბუსო სისტემასთან ერთად, გაუქმდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„კონკა“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. ქალაქში ელექტრო ტრამვაის წინაპარი ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. „კონკა“ 1883 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან აკავშირებდა ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს. მარშრუტი მალევე გააგრძელეს ერევანსკის მოედნამდე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი), ხოლო 1904 წელს ხაზი გაიყვანეს კირხეს ქუჩაზე (ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა).
ელექტრო ტრამვაი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1904 წელს დაიწყო ელექტრო ტრამვაის მშენებლობა, რითაც „ტფილისის ტრამვაის ბელგიელთა სააქციო საზოგადოება“ დაკავდა. ამ კომპანიასთან ქალაქის თვითმმართველობას 20-წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტრო ტრამვაი, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მილიმეტრი იყო. 1910 წელს „კონკამ“, რომლის ლიანდაგის სიგანე 914 მმ. იყო, არსებობა შეწყვიტა. ტრამვაის თავდაპირველი მარშრუტი კონკისას იმეორებდა. 1915 წლის 15 მარტს სასამართლოს ძალით თბილისის ტრამვაის ქსელი ქალაქის თვითმმართველობას გადაეცა. თავდაპირცველად მოძრაობდა „ჰელიოსისა“ და „სიმენს-შუკერტის“ 28- ადგილიანი ვაგონები. 1926 წლიდან ისინი რუსულმა მიტიშჩის ქარხნის (დღევანდელი „მეტროვაგონმაშის“) ვაგონებმა შეცვალა.
1933 წლიდან დაიწყო ტრამვაის განიერ (1524 მმ.) ლიანდაგზე გადაყვანა, თუმცა ერთმეტრიანმა ლიანდაგებმა 1942 წლამდე იარსება. 1960 წელს თბილისში დამზადდა ორი ელექტრომატარებელი. ამ მოდელს „თბილისი“ დაერქვა. 1969-1990 წლებში თბილისში შედიოდა უსტ-კატავის (რუსეთი) და რიგის ქარხნების მიერ წარმოებული ვაგონები. 1969 წელს ლიანდაგის საერთო სიგრძემ 105 კილომეტრს მიაღწია, მას შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა სიტუაცია კილომეტრაჟთან დაკავშირებით მაგრამ ყვეალფერი ტრამვაის სასარგებლოდ ხდებოდა; 1974 წელს ტრამვაის ქსელი ორ ნაწილად გაიყო, ახლადმშენებარე გარეუბნებში ტრამვაის გავრცობა გრძელდებოდა. 1989 წელს დაიწყო ტრამვაის ქსელის პერმანენტული შეკვეცა. 2000 წლისთვის დარჩენილი იყო 71,6 კმ გზა და 39 ვაგონი. 2006 წლის 4 დეკემბერს თბილისში ტრამვაისა და ტროლეიბუსის ლიკვიდაცია მოხდა. თბილისის ზოგიერთ ადგილში დღემდეა შემორჩენილი ძველი ტრამვაის რკინიგზა. იშვიათად ტრამვაის („კონკის“) ისტორიული ვაგონები გამოყენებულია, როგორც ქუჩის კაფეები.
2012 წელს იგეგმებოდა ჩქაროსნული ტრამვაის მშენებლობა გულიის მოედნიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე [1].
სამარშრუტო ქსელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარშრუტების ჩამონათვალი 1962 წლის მდგომარეობით.
- №1: რკინიგზის ცენტრალური სადგური - აბასთუმანის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - მერაბ კოსტავას გამზირი - პეტრე მელიქიშვილის გამზირი - ილია ჭავჭავაძის გამზირი - სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი
უკუ მიმართულებით: სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი - ილია ჭავჭავაძის გამზირი - პეტრე მელიქიშვილის გამზირი - მერაბ კოსტავას გამზირი - გმირთა მოედანი - თამარ მეფის გამზირი - რკინიგზის ცენტრალური სადგური
- №3: აბასთუმანის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - თორნიკე ერისთავის ქუჩა - დავით გურამიშვილის გამზირი - დავით სარაჯიშვილის გამზირი - შამპანიურის ქარხანა
უკუ მიმართულებით: შამპანიურის ქარხანა - დავით სარაჯიშვილის გამზირი - დავით გურამიშვილის გამზირი - თორნიკე ერისთავის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - გიორგი ცაბაძის ქუჩა - თევდორე მღვდლის ქუჩა - აბასთუმანის ქუჩა
- №4: კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა) - ანტონ ფურცელაძის ქუჩა - ათონელის ქუჩა - ხაზინის ქუჩა - ათონელის ქუჩა - იტალიის ქუჩა - მშრალი ხიდი - ხიდის ქუჩა - ზაარბრიუკენის ხიდი - ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აბასთუმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური - ნიკო ფიროსმანის ქუჩა - ცოტნე დადიანის ქუჩა - ჩოდრიშვილის ქუჩა - კახიანის ქუჩა - ლოტკინის ქუჩა
უკუ მიმართულებით: ლოტკინის ქუჩა - მანაგაძის ქუჩა - ჩოდრიშვილის ქუჩა - ცოტნე დადიანის ქუჩა - ნიკო ფიროსმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური - აბასთუმანის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - მოსე გოგიბერიძის ქუჩა - ზაარბრიუკენის მოედანი - ზაარბრიუკენის ხიდი - ხიდის ქუჩა - მშრალი ხიდი - იტალიის ქუჩა - ათონელის ქუჩა - ხაზინის ქუჩა - კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა)
- №6: აბასთუმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური - ნიკო ფიროსმანის ქუჩა - ცოტნე დადიანის ქუჩა - თორნიკე ერისთავის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - "მაუდ–კამვოლის კომბინატი"
უკუ მიმართულებით: "მაუდ–კამვოლის კომბინატი" - აკაკი წერეთლის გამზირი - თორნიკე ერისთავის ქუჩა - ცოტნე დადიანის ქუჩა - ნიკო ფიროსმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური - თევდორე მღვდლის ქუჩა - გიორგი ცაბაძის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აბასთუმანის ქუჩა
- №7: რკინიგზის ცენტრალური სადგური - თამარ მეფის გამზირი - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა - ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - ნავთლუღის ქუჩა - ბაღდადის ქუჩა - 5 დეკემბრის ქუჩა - ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა - საავიაციო ქარხანა
უკუ მიმართულებით: საავიაციო ქარხანა - ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა - 5 დეკემბრის ქუჩა - ბაღდადის ქუჩა - ნავთლუღის ქუჩა - ქეთევან დედოფლის გამზირი - ბარათაშვილის აღმართი - კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აბასთუმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური
- №8: რკინიგზის ცენტრალური სადგური - თამარ მეფის გამზირი - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა - ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - მოსკოვის გამზირი - საავეჯო კომბინატი "განთიადი"
უკუ მიმართულებით: საავეჯო კომბინატი "განთიადი" - მოსკოვის გამზირი - ქეთევან დედოფლის გამზირი - ბარათაშვილის აღმართი - კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აბასთუმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური
- №9: კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა) - ვეკუას ქუჩა - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა - მუხრანის ხიდი - ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - ნავთლუღის ქუჩა - ბაღდადის ქუჩა - 5 დეკემბრის ქუჩა - ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა - საავიაციო ქარხანა
უკუ მიმართულებით: საავიაციო ქარხანა - ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა - 5 დეკემბრის ქუჩა - ბაღდადის ქუჩა - ნავთლუღის ქუჩა - ქეთევან დედოფლის გამზირი - ბარათაშვილის აღმართი - მუხრანის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა - ვეკუას ქუჩა - ათონელის ქუჩა - ხაზინის ქუჩა - კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა)
- №10: კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა) - ანტონ ფურცელაძის ქუჩა - ათონელის ქუჩა - ხაზინის ქუჩა - ათონელის ქუჩა - იტალიის ქუჩა - მშრალი ხიდი - ხიდის ქუჩა - ზაარბრიუკენის ხიდი - ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - "მაუდ–კამვოლის კომბინატი"
უკუ მიმართულებით: "მაუდ–კამვოლის კომბინატი" - აკაკი წერეთლის გამზირი - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - მოსე გოგიბერიძის ქუჩა - ზაარბრიუკენის მოედანი - ზაარბრიუკენის ხიდი - ხიდის ქუჩა - მშრალი ხიდი - იტალიის ქუჩა - ათონელის ქუჩა - ხაზინის ქუჩა - კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა)
- №11: აბასთუმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური - ნიკო ფიროსმანის ქუჩა - ცოტნე დადიანის ქუჩა - დავით გურამიშვილის გამზირი - დავით სარაჯიშვილის გამზირი - შამპანიურის ქარხანა
უკუ მიმართულებით: შამპანიურის ქარხანა - დავით სარაჯიშვილის გამზირი - დავით გურამიშვილის გამზირი - ცოტნე დადიანის ქუჩა - ნიკო ფიროსმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური - თევდორე მღვდლის ქუჩა - გიორგი ცაბაძის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აბასთუმანის ქუჩა
- №12: "მაუდ–კამვოლის კომბინატი" - აკაკი წერეთლის გამზირი - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი - მერაბ კოსტავას გამზირი - პეტრე მელიქიშვილის გამზირი - ილია ჭავჭავაძის გამზირი - სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი
უკუ მიმართულებით: სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი - ილია ჭავჭავაძის გამზირი - პეტრე მელიქიშვილის გამზირი - მერაბ კოსტავას გამზირი - გმირთა მოედანი - თამარ მეფის გამზირი - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - "მაუდ–კამვოლის კომბინატი"
- №14: აბასთუმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური - ნიკო ფიროსმანის ქუჩა - ცოტნე დადიანის ქუჩა - დავით გურამიშვილის გამზირი - თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა
უკუ მიმართულებით: თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა - დავით გურამიშვილის გამზირი - ცოტნე დადიანის ქუჩა - ნიკო ფიროსმანის ქუჩა - რკინიგზის ცენტრალური სადგური - თევდორე მღვდლის ქუჩა - გიორგი ცაბაძის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აბასთუმანის ქუჩა
- №15: კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა) - ვეკუას ქუჩა - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა - მუხრანის ხიდი - ბარათაშვილის აღმართი - ქეთევან დედოფლის გამზირი - მოსკოვის გამზირი - საავეჯო კომბინატი "განთიადი"
უკუ მიმართულებით: საავეჯო კომბინატი "განთიადი" - მოსკოვის გამზირი - ქეთევან დედოფლის გამზირი - ბარათაშვილის აღმართი - მუხრანის ხიდი - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა - ვეკუას ქუჩა - ათონელის ქუჩა - ხაზინის ქუჩა - კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა)
მარშრუტების ჩამონათვალი 1986 წლის მდგომარეობით.
- №1: გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა) - ცოტნე დადიანის ქუჩა - თორნიკე ერისთავის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - გიორგი ცაბაძის ქუჩა - თევდორე მღვდლის ქუჩა - აბასთუმანის ქუჩა
უკუ მიმართულებით: აბასთუმანის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - თორნიკე ერისთავის ქუჩა - ცოტნე დადიანის ქუჩა - ასკურავას ქუჩა - გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა)
- №2: გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა) - ცოტნე დადიანის ქუჩა - ჩოდრიშვილის ქუჩა - ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩა - წერონისის ქუჩა - ახტალას ქუჩა (ლოტკინის მთა)
უკუ მიმართულებით: ახტალას ქუჩა (ლოტკინის მთა) - სანავარდოს ქუჩა - ბუგეულის ქუჩა - წერონისის ქუჩა - ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩა - ჩოდრიშვილის ქუჩა - კახიანის ქუჩა - ლოტკინის ქუჩა - მანაგაძის ქუჩა - ჩოდრიშვილის ქუჩა - ცოტნე დადიანის ქუჩა - ასკურავას ქუჩა - გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა)
- №3: მ/ს "დიდუბე" ქვედა - აკაკი წერეთლის გამზირი - თორნიკე ერისთავის ქუჩა - დავით გურამიშვილის გამზირი - თბილისის ზღვის აღმართი - ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა - თბილისის ზღვა
უკუ მიმართულებით: თბილისის ზღვა - ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა - თბილისის ზღვის აღმართი - დავით გურამიშვილის გამზირი - თორნიკე ერისთავის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - მ/ს "დიდუბე" ქვედა
- №4: გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა) - ცოტნე დადიანის ქუჩა - დავით გურამიშვილის გამზირი - თბილისის ზღვის აღმართი - ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა - თბილისის ზღვა
უკუ მიმართულებით: თბილისის ზღვა - ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა - თბილისის ზღვის აღმართი - დავით გურამიშვილის გამზირი - ცოტნე დადიანის ქუჩა - ასკურავას ქუჩა - გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა)
- №5: კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა) - ანტონ ფურცელაძის ქუჩა - ათონელის ქუჩა - იტალიის ქუჩა - მშრალი ხიდი - ჩუღურეთის ხიდი - ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - მ/ს "დიდუბე" ქვედა
უკუ მიმართულებით: მ/ს "დიდუბე" ქვედა - აკაკი წერეთლის გამზირი - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - მოსე გოგიბერიძის ქუჩა - ზაარბრიუკენის მოედანი - ჩუღურეთის ხიდი - მშრალი ხიდი - იტალიის ქუჩა - ათონელის ქუჩა - კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა)
- №6: გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა) - ცოტნე დადიანის ქუჩა - ჩოდრიშვილის ქუჩა - კახიანის ქუჩა - ლოტკინის ქუჩა
უკუ მიმართულებით: ლოტკინის ქუჩა - მანაგაძის ქუჩა - ჩოდრიშვილის ქუჩა - ცოტნე დადიანის ქუჩა - ასკურავას ქუჩა - გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა)
- №7: საავეჯო კომბინატი "განთადი" - მოსკოვის გამზირი - ქეთევან დედოფლის გამზირი - ნავთლუღის ქუჩა - ბაღდადის ქუჩა - 5 დეკემბრის ქუჩა - ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა - საავიაციო ქარხანა
უკუ მიმართულებით: საავიაციო ქარხანა - ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა - 5 დეკემბრის ქუჩა - ბაღდადის ქუჩა - ნავთლუღის ქუჩა - ქეთევან დედოფლის გამზირი - მოსკოვის გამზირი - საავეჯო კომბინატი "განთადი"
- №8: მ/ს "დიდუბე" - თორნიკე ერისთავის ქუჩა - დავით გურამიშვილის გამზირი - თენგიზ შეშელიძის ქუჩა - ომარ ხიზანიშვილის ქუჩა - გლდანის VII-VIII მ/რ
უკუ მიმართულებით: გლდანის VII-VIII მ/რ - ომარ ხიზანიშვილის ქუჩა - თენგიზ შეშელიძის ქუჩა - დავით გურამიშვილის გამზირი - თორნიკე ერისთავის ქუჩა - მ/ს "დიდუბე" ზედა
- №9: მ/ს "დიდუბე" ქვედა - აკაკი წერეთლის გამზირი - დიდუბის ხიდი - აკაკი ბელიაშვილის ქუჩა - დიღმის სანახები - დავით აღმაშენებლის ხეივანი - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
უკუ მიმართულებით: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი - დავით აღმაშენებლის ხეივანი - დიღმის სანახები - აკაკი ბელიაშვილის ქუჩა - დიდუბის ხიდი - აკაკი წერეთლის გამზირი - მ/ს "დიდუბე" ქვედა
- №10: კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა) - ანტონ ფურცელაძის ქუჩა - ათონელის ქუჩა - იტალიის ქუჩა - მშრალი ხიდი - ჩუღურეთის ხიდი - ზაარბრიუკენის მოედანი - მოსე გოგიბერიძის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - დიდუბის ხიდი - აკაკი ბელიაშვილის ქუჩა - დიღმის სანახები - დავით აღმაშენებლის ხეივანი - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
უკუ მიმართულებით: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი - დავით აღმაშენებლის ხეივანი - დიღმის სანახები - აკაკი ბელიაშვილის ქუჩა - დიდუბის ხიდი - აკაკი წერეთლის გამზირი - მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა - კონსტიტუციის ქუჩა - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა - მოსე გოგიბერიძის ქუჩა - ზაარბრიუკენის მოედანი - ჩუღურეთის ხიდი - მშრალი ხიდი - იტალიის ქუჩა - ათონელის ქუჩა - კოლმეურნეობის მოედანი (ფხოვის ქუჩა)
- №11: გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა) - ცოტნე დადიანის ქუჩა - დავით გურამიშვილის გამზირი - დავით სარაჯიშვილის გამზირი - ლიბანის ქუჩა - ბარისახოს ქუჩა - ავჭალა (ტრამვაის დეპო)
უკუ მიმართულებით: ავჭალა (ტრამვაის დეპო) - ბარისახოს ქუჩა - ლიბანის ქუჩა - დავით სარაჯიშვილის გამზირი - დავით გურამიშვილის გამზირი - ცოტნე დადიანის ქუჩა - ასკურავას ქუჩა - გადასასვლელი ხიდი (რკინიგზის ქუჩა)
- №12: მ/ს "დიდუბე" ზედა - თორნიკე ერისთავის ქუჩა - დავით გურამიშვილის გამზირი - დავით სარაჯიშვილის გამზირი - ლიბანის ქუჩა - ბარისახოს ქუჩა - ავჭალა (ტრამვაის დეპო)
უკუ მიმართულებით: ავჭალა (ტრამვაის დეპო) - ბარისახოს ქუჩა - ლიბანის ქუჩა - დავით სარაჯიშვილის გამზირი - დავით გურამიშვილის გამზირი - თორნიკე ერისთავის ქუჩა - მ/ს "დიდუბე" ზედა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მახარაძე ნ., სარალიძე ა., „თბილისის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების ისტორიიდან“, „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 13-14.
- Елена ОРАГВЕЛИДЗЕ. ТАКОЙ ЛИ УЖ ЛИШНИЙ ДЛЯ ГОРОДА ТРАМВАЙ?// "Вечерний Тбилиси ", № 129, 16-17 НОЯБРЯ 2004