პორტალი:ომი/რჩეული სტატია/4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრანიკოსის ბრძოლა (ბერძნ.: Μάχη του Γρανικού) (ასევე ცნობილი, როგორც მდინარე გრანიკოსის ბრძოლა) — ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და სპარსელებს შორის, რომელიც ძვ. წ. 334 წლის მაისში გაიმართა. ეს იყო მაკედონელების და სპარსელების პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა, მას შემდეგ რაც ალექსანდრემ ჰელესპონტი გადაკვეთა და მცირე აზიაში შეიჭრა. ბრძოლა გაიმართა მდინარე გრანიკოსზე (დღევანდელი ბაია-ჩაი, თურქეთი). ალექსანდრემ ბრძოლაში დაამარცხა არსიტესი, არსამესი, მითრიდატე და სხვა სპარსელი მეთაურები, რომელთან ერთადაც იბრძოდნენ დაქირავებული ბერძნები მემნონ როდოსელის მეთაურობით. შეტაკებაში მრავალი სპარსელი მეთაური დაეცა. ბრძოლამ ალექსანდრეს სახელი და რეპუტაცია მოუხვეჭა. გრანიკუსის შეტაკების შემდეგ ბევრი ქალაქი ალექსანდრეს უბრძოლველად ნებდებოდა. ბრძოლის შედეგად ალექსანდრემ მცირე აზიის ნახევარი დაიპყრო.

ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ თავის მოქანდაკეს, ლისიპეს უბრძანა, რომ ბრძოლის ველზე აღემართა ქანდაკებები 25 ჰეტაირი კავალერისტის ხსოვნის პატივსაცემად. ამ ქანდაკებებს ჩვენს დრომდე არ მოუღწევია.

ბრძოლა აღწერილი აქვთ არიანეს, პლუტარქეს, იუსტინიანეს და დიოდორე სიცილიელს. მათგან ყველაზე დეტალურია არიანეს ჩანაწერები. (…სრულად)