მემნონ როდოსელი
იერსახე
მემნონ როდოსელი (დ. ძვ. წ. 380 — გ. ძვ. წ. 333) - გამოჩენილი ბერძენი სარდალი, რომელიც აქემენიდების იმპერიის მხარეს იბრძოდა ალექსანდრე დიდის წინააღმდეგ. ის მონაწილეობდა გრანიკოსის ბრძოლაში, სადაც დაქირავებულ ბერძენ ქვეითებს მეთაურობდა, იქ დამარცხების შემდეგ კი ჰალიკარნასს შეაფარა თავი. ძვ. წ. 334 წელს, ჰალიკარნასის ალყის დროს მემნონი მეთაურობდა სპარსელ მებრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ მან დათმო ქალაქი, ბრძოლის შედეგი სპარსელების წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მან სპარსელებს გადაჯგუფების შესაძლებლობა მისცა. ჰალიკარნასში განცდილი მარცხის შემდეგ მემნონი სპარსულ ფლოტს მეთაურობდა, თუმცა ძვ. წ. 333 წელს გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტატიები ანტიკურ ისტორიაზე, მემნონ როდოსელი დაარქივებული 2011-05-14 საიტზე Wayback Machine.
- უილიამ სმიტი - ბერძნულ-რომაული ბიოგრაფიის და მითოლოგიის ლექსიკონი დაარქივებული 2006-01-01 საიტზე Wayback Machine.