პორტალი:იეზიდები/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეზიდები (ეზიდები; ქურთ. Êzidî, Êzîdî, ასურ. ܓ̰ܠܟܝܐ,არაბ.يزيدي) — ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ქურთების ნაწილად ითვლება. ისინი ცხოვრობენ ერაყში, თურქეთში, სომხეთში, რუსეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. ქურთ-ეზდთა დიდი ნაწილი მიგრაციაშია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა 2,5 მილიონს აღემატება. ისინი ლაპარაკობენ ქურთული ენის დიალექტზე — კურმანჯი და ძველი რელიგია ეზიდიზმი შეინარჩუნეს.