პორტალი:გეოგრაფია/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფრიკა დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტია. მისი ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,3 მლნ. კმ²–ს, მოსახლეობა — 840 მილიონ კაცს. კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. გარს ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა გიბრალტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც სუეცის არხია გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილები სუბტროპიკებში მდებარეობს. (...სრულად.)