პორტალი:ბოტანიკა/ბიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. რჩეული ბიოგრაფია
გურანდა ღვალაძე
გურანდა ღვალაძე

გურანდა ღვალაძე (დ. 23 ივნისი, 1932, თბილისი), ქართველი ბოტანიკოსი, მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოს ს. ნავაშინის სახელობის საერთაშორისო მედლის ლაურეატი (1990), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1990), აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიის აკადემიკოსი (1998).

პროფ. ღვალაძე არის 180-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიისა და 1 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. მას ეკუთვნის ფუძემდებლური გამოკვლევები ფარულთესლოვან მცენარეთა ორმაგი განაყოფიერების, კულტურულ მცენარეთა ციტოგენეტიკის, საქართველოს ენდემურ მცენარეთა ემბრიოლოგიის, ფარულთესლოვან მცენარეთა სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებების კვლევის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი საკანდიდატო დისერტაცია, არის 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი.