ხანძარი თურქეთში – ცეცხლი ანტალიაში ტყის მასივს მოედო და დასახლებულ ზონაზეც გავრცელდა. ხანძრის შედეგად უკვე 30 შენობა განადგურდა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ცეცხლის გაჩენის მიზეზებს იკვლევენ. ამ დრომდე ვერსიები არ ხმაურდება. (პირველი არხი)
დღეს საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა კიდევ ასობით ბოშა. ისინი, ავტობუსებით მიიყვანეს პარიზის აეროპორტში, სადაც რუმინეთისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასხეს. დღესვე ბუქარესტში ჩავიდნენ ლიონიდან გასახლებული ბოშები. სულ საფრანგეთიდან დღეს გასახლებულ იქნა 283 ბოშა, რითაც მათმა რიცხვმა წელს 8313-ს მიაღწია. შარშან საფრანგეთიდან რამდენიმე ასეულით ნაკლები ბოშა გააძევეს. (რადიო თავისუფლება)