პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 29

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 29 იანვარი, 2009 (2009-01-29) (ხუთშაბათი)
  • პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა 28 იანვარს გადაწყვეტილება მიიღეს ერთობლივი საბრძოლო ჯგუფი „ვაიმარი-ევროკავშირი“ ჩამოაყალიბონ-იუწყება სააგენტო ასოშიეითედ პრესი. გაერთიანების შემადგენლობაში 1500-დან 2000-მდე ჯარისკაცი შევა. ძირითადი როლი მაინც პოლონურ კონტინგენტს ეკისრება, რადგან გერმანული და ფრანგული მხარე დახმარებას გაუწევს საჭიროების შემთხვევაში. „ვაიმარი-ევროკავშირი“ ფრანგულ-გერმანულ-პოლონური პოლიტ-ეკონომიკურ გაერთიანება „ვაიმარის სამკუთხედის“ ბაზაზე ყალიბდება და საბოლოო სახეს 2013 წლისთვის მიიღებს. „ვაიმარის სამკუთხედი“ ჯერ კიდევ 1991 წელს ჩამოყალიბდა, მისი მთავარი მიზანი პოლონეთის დახმარება იყო კომუნისტური წარსულიდან ევროკავშირში მოეხდინა ინტეგრაცია.
  • ესპანეთის პოლიციისა და ინტერპოლის ერთობლივი ღონისძიებით მადრიდში ნეაპოლიტანური მაფიის „კამორას“ ერთ-ერთი მეთაური ანტონიო კაიაცო დააპატიმრეს. აყვანილია მისი დამხმარე ფრანჩესკო სიმიოლი. ორივე მაფიოზი უკვე ორი წელიწადია იძებნება. აფპ. დაპატიმრება ესპანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი რესტორნის ახლოს მოხდა, რომლის მუშაკებიც ნარკოვაჭრობაში უკვე დიდი ხანია შემჩნეულნი არიან. ნეაპოლის სასამართლომ 50 წლის კაიაცოს დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას მკვლელობაში, გამოძალვაში, ნარკოტიკების კონტრაბანდაში და არაკანონიერ მეწარმეობაში დაედო ბრალი. Google
  • ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა 42 წლის დევიდ ქემერონმა პირობა დადო, რომ თუკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩევენ, არამიწიერ ცივილიზაციებთან და ამოებთან კონტაქტის შესახებ ყველა გასაიდუმლოებულ საბუთს გამოაქვეყნებს-გადმოსცემს ბბს-ნიუზი. თაინმუთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ქემერონმა განაცხადა, რომ არ იცის, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს დედამიწელთა კონტაქტები მომხდურებთან, რაც ასე ხშირად ჩნდება ხოლმე პრესაში. „მგონი იმდენად გახსნილნი უნდა ვიყოთ, რამდენადაც შეგვიძლია“-დასძინა კონსერვატორთა ლიდერმა. მანვე ხუმრობით განაცხადა: "დარწმუნებული ვარ უცხოპლანეტელებს მოვუნახულებივართ და ერთ-ერთი მათგანი ეკონომიკის მინისტრი ფითერ მენდელსონია (ლეიბორისტული პარტიის უმთავრესი იდელოგი). BBC
  • ედინბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ორი პატარა ბავშვი ჰომოსექსუალ მამაკაცთა წყვილს მიაშვილოს, იმის მიუხედავად, რომ ბავშვებზე პრეტენზიას მათი ბებო-პაპა აცხადებენ-წერს დეილი მეილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 59 წლის პაპა და 46 წლის ბებია საკმაოდ მოხუცებია საიმისოდ, რომ ექვსი წლის ბიჭუნა და ოთხი წლის გოგონა აღზარდონ. ქალ-ვაჟის დედა ამჟამად ნარკოლოგიურში რეაბილიტაციის კურსს გადის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების შვილად აყვანის სურვილი რამდენიმე ჰეტეროსექსუალმა წყვილმაც გამოთქვა. ბებო-პაპას კი პროტესტის გამოცხადების გამო განუცხადეს, რომ თუ ჭირვეულობას გააგრძელებენ, შეიძლება საერთოდ დაკარგონ შვილიშვილების ნახვის უფლება. Daily Mail
  • 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკა მხოლოდ 0,5%-ით გაიზრდება- იტყობინება აფპ მსოფლიო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები წლეულს მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი იქნება. შარშან მსფ-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომ 2009 წელს მსოფლიო მშპ 2,2%-მდე გაიზრდებოდა. ეკონომიკის ზრდის პროგნოზით, განვითარებულ ქვეყნებსაც შეეხება შემოსავლების კლება საშუალოდ ორი პროცენტით. ამგვარად, დიდი ბრიტანეთის მშპ 2%-ით შემცირდება, აშშ-სა 1,6%-ით, იაპონიისა 2,6%-ით. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ზრდის ტემპი 6,25%-ით შენელდება. lenta.ru
  • 29 იანვარს შოტლანდიის ქალაქ სთრანრეარის პორტში 156 მგზავრი და ეკიპაჟის 33 წევრი ბორანზე ჩარჩნენ, რადგან ხომალდმა მისაგდომთან ვეღარ მიაღწია. ამის მიზეზად სატვირთო ავტომობილის ბორნიდან სანახევროდ გადაკიდება სახელდება. სთრანრეარიდან გამგზავრების შემდეგ, მოკლე ხანში დაუმაგრებელმა ავტომობილმა ბორნის უკანა კარები გაგლიჯა და დაგორდა, თუმცა, ხომალდის ფოლადის ნაწიბურებმა ტვირთმზიდი შეაკავა და ნახევრად გადაკიდებულ პოზიციაში დატოვა. მაშველები ტვირთმზიდის გამოთავისუფლებას ცდილობენ ბორნის ბოლოდან, მაშველების დიდი ნაწილი კი უკვე ნაპირზეა გადაყვანილი. news.bbc.co.uk
  • ხუთშაბათს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა დემონსტრაციულად დატოვა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული პრეს-კონფერენცია, რომელიც ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებს მიეძღვნა. ერდოღანი იმან აღაშფოთა, რომ კონფერენციის წამყვანმა, გაზეთ ვაშინგთონ პოსტის ჟურნალისტმა დევიდ იგნატიუსმა მისი პასუხი ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის სიტყვამრავალი გამოსვლით შეწყვიტა. „არა მგონია დავოსში კიდევ დავბრუნდე, რადგან, საუბარიც არ მაცადეთ“ — დაიყვირა ერდოღანმა და დარბაზი დატოვა. ინციდენტი გაეროს გენმდივნის პან გი მუნისა და მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების მაღალჩინოსანი წარმომადგენლების თანდასწრებით მოხდა. პერესის ემოციური გამოსვლა 25 წუთს გაგრძელდა და ტაშით დასრულდა. ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით, „ღაზას სექტორის ტრაგედია ისრაელში კი არა, ჰამასში მდგომარეობს, რომელსაც რეგიონში სასტიკი დიქტატურა აქვს დამყარებული“. პერესისთვის პასუხის გასაცემად ერდოღანს სულ რამდენიმე წუთი მიეცა, მაგრამ, მან ისრაელის ბარბაროსობასა და უდანაშაულო ხალხის ხოცვაში დადანაშაულება მაინც მოასწრო. news.bbc.co.uk
  • ერაყში 31 იანვარს პროვინციულ საკანონმდებლო ასამბლეებში გასამართ არჩევნებში მონაწილე ორი სუნიტი კანდიდატი მოკლეს-იუწყება AP. ბაღდადში 29 იანვარს ჩაცხრილეს ომარ ფარუქ ალ-ანი, რომელიც პარლამენტში სუნიტური პარტიის უმთავრესი გაერთიანება ერაყის თანხმობის ბლოკიდან იყრიდა კენჭს. თავდასხმა ადამიანების ჯგუფის მიერ მოხდა. იმავე დღეს ქვეყნის ჩრდილოეთით, მოსულში, სადაც მეტწილად ქურთული მოსახლეობაა, მოკლეს ჰაზიმ სალიმ აჰმედი, ერაყის ეროვნული ერთიანობის სუნიტი კანდიდატი. მიმომხილველთა დიდი ნაწილი კარსმომდგარ არჩევნებს უყურებს, როგორც ერაყის დემოკრატიული მმართველობის სტრუქტურების გამოცდას, რაც სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ ჩამოყალიბდა.