პორტალი:აშშ/რჩეული სტატია/4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტიტუციის პირველი გვერდი
კონსტიტუციის პირველი გვერდი

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს კანონს. მასზე მუშაობა დასრულდა 1787 წლის 17 სექტემბერს, რის შემდეგაც სპეციალური კონვენციით თითოეული შტატის მიერ მისი რატიფიკაცია მოხდა. ეს დოკუმენტი გახდა სუვერენული შტატების ფედერალური გაერთიანებისა და მისი მმართველი ფედერალური მთავრობის შექმნის საფუძველი. იგი ძალაში შევიდა 1789 წელს და ყველაზე ძველია ამჟამად მოქმედ დაწერილ კონსტიტუციებს შორის. მიუხედავად იმის რომ კონსტიტუციაში, მისი მიღების შემდეგ მრავალი შესწორება შეიტანეს, ფუძემდებელი პირობები და მის მიერ განსაზღრული მთავრობის სტრუქტურა პირვანდელ სახეს ინარჩუნებს. სხვა სახელმწიფოები მას მოდელად იყენებენ.

კონსტიტუცია და სენატის მიერ დამტკიცებული ყველა ის კანონი, რომელიც მისგან გამომდინარეობს, ყველა სხვა სახის სააღმსრულებლო აქტზე მაღლა დგას. მეთოთხმეტე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, კანონის წინაშე ყველა პიროვნება თანაბარია. ყველა შტატი თანასწორია და ამ პრინციპებზე დაყრდნობით არცერთ მათგანს შეუძლია ფედერალური მთავრობისგან რაიმე პრივილეგიის მიღება. ყველა შტატი ვალდებულია ცნოს და პატივი სცეს სხვა შტატების კანონებს. მეხუთე თავის მიხედვით, კონგრესს შეუძლია წამოაყენოს წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ასევე შტატების ორ მესამედს შეუძლია შეიტანოს წინადადება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მას შემდეგ რაც შესწორება მიღებული იქნება, ის კონსტიტუციის ნაწილად ითვლება. (...სრულად)