პორტალი:აშშ/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიეტლის "სპეის ნიდლი" (დეტალი).
სიეტლის "სპეის ნიდლი" (დეტალი).

გუგი (ინგლ. Googie) — ექსპრესიონისტული, ფუტურისტული არქიტექტურის განშტოება, რომელიც კალიფორნიაში წარმოიშვა 1940-იანი წლების ბოლოს სამანქანო კულტურის, კოსმოსისა და ატომის ხანის ზეგავლენით და გრძელდებოდა 1960-იანი წლების ბოლომდე. მახვილი, მორკალული გეომეტრიული ფორმებით, მინის, ლითონისა და ნეონის ელემენტების თამამი გამოყენებით ის ყავის სახლების, მოტელებისა და საბილიარდო ბარების დამახასიათებელი ექსტერიერი გახდა 1950-იან და 60-იან წლებში. ეს სტილი ერთგვარი სინონიმი გახდა იმ თაობის სულისკვეთების, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდა ამომავალ, კაშკაშა ტექნოლოგიურ, ფუტურისტულ ხანას.

დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ მომავალი არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ეს ამ მიმდინარეობის თანამედროვე ფუტურისტულ ანიმაციურ სიტკომებში იყო ასახული. შესაბამისად ამ სტილმაც ფუტურისტული ელფერი დაკარგა და ფასდაუდებელი გახდა. თუმცა, 1930-იანი წლების არტ-დეკოს სტილის მსგავსად, გუგის მისი თანამედროვეები სათანადოდ ვერ აფასებდნენ, სანამ ამ მიმდინარეობის მრავალი საუკეთესო ნიმუში სამუდამოდ არ დაიკარგა. (...სრულად)