პორტალი:აშშ
ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა
გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

|
| |||
| |||
| რედ. |
რჩეული სტატია |
|
სატურნ V (Saturn V) — აშშ-ის მრავალსაფეხურიანი თხევადსაწვავიანი რაკეტა-მატარებელი, რომელიც გამოიყენებოდა "აპოლოსა" და "სკაილების" კოსმოსური პროგრამისათვის 1967-1973 წლებში. სატურნ-V შეიქმნა ვერნერ ფონ ბრაუნის ხელმძღვანელობით, კომპანიებთან ბოინგი, North American Aviation, Douglas Aircraft Company და IBM თანამშრომლობით. მისი გაბარიტებით, მასით და კოსმოსში გატანილი სასარგებლო ტვირთის რაოდენობით ის დღემდე რჩება კაცობრიობის ისტორიაში უძლიერეს რაკეტა-მატარებლად, თუმცა საბჭოთა რაკეტა-მატარებელ "ენერგიას", რომელიც მხოლოდ ორჯერ გაფრინდა კოსმოსში (1987 და 1988 წლებში) ოდნავ მეტი წევა ჰქონდა. 1961 წლის 25 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა, რომ აშშ შეეცდებოდა 60-იანი წლების ბოლომდე ადამიანის გაშვებას მთვარეზე. ამ დროისათვის აშშ-ის პილოტირებულ კოსმოსურ ფრენაში მეტად მცირე გამოცდილება ჰქონდა. 5 მაისს პირველი ამერიკელი ასტრონავტი ალან შეპარდი გაფრინდა კოსმოსში ხომალდ "ფრიდომ-7" სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე, რომელიც სულ 15 წუთი გაგრძელდა. იმ დროს არავითარ რაკეტას არ შეეძლო ადამიანის მთვარეზე გაგზავნა, მით უმეტეს ერთ ჯერზე. სატურნ I უკვე მუშავდებოდა, მაგრამ ჯერ გამოცდილი არ იყო და, რადგან იგი მეტად მცირე ზომის იყო, საჭირო გახდებოდა მისი რამდენიმეჯერ კოსმოსში გაშვება და მთვარის კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე აწყობა. (...სრულად) |
| რედ. |
რჩეული ბიოგრაფია |
|
რიჩარდ ფილიპს ფეინმანი (Richard Philips Feynman; 1918-1988) — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1965). 1943-1945 ბირთვული იარაღის შექმნაზე მომუშავე, მანჰეტენის პროექტის აქტიური წევრი ლოს-ალამოსში, ასევე იყო კოსმოსური შატლი „ჩელენჯერის“ კატასტროფის გამომძიებელი ჯგუფის წევრი. ფეინმანი იყო ელემენტარული ნაწილაკების გარდაქმნების ამსახველი, „ფეინმანის დიაგრამების“ შემქმნელი. თეორიულ ფიზიკაში მის ნაშრომებთან ერთად, ფეინმანს ასევე მიიჩნევენ კვანტური კომპიუტერის შექმნის ერთ-ერთ პიონერად და ნანოტექნოლოგიის კონცეფციის შემმუშავებლად. სიცოცხლის ბოლო წლებში ფეინმანი თეორიული ფიზიკის პროფესორი იყო კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 1960 წელს, აკადემიის თხოვნით, ფეინმანი ქმნის ფიზიკის ახალ სასწავლო კურსს. მუშაობის შედეგს წარმოადგენს საავტორო სახელმძღვანელო შემდეგი სახელწოდებით „ფეინმანის ლექციები ფიზიკაში“ („The Feynman Lectures on Physics“). ეს წიგნები (ცხრა ტომი) ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე და დღემდე აღიარებულია ფიზიკის სპეციალობის სტუდენტთათვის ერთ-ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ. (…სრულად) |
| რედ. |
რჩეული ციტატა | ||||
| ||||
| რედ. |
რჩეული სურათი |
|
ხიდი „გოლდენ გეიტი“ სან-ფრანცისკოში.
|
| რედ. |
იცოდით, რომ... |
|
| რედ. |
პანორამა |
|
|
| რედ. |
დობილი პორტალები | |
|
ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბები
ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა
რა არის პორტალი? | იხილეთ ყველა პორტალი თემატურ საძიებელში
| |
| რედ. |

































