პორტალი:აშშ/ბიოგრაფია/1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიჩარდ ფილიპს ფეინმანი (Richard Philips Feynman; 1918-1988) — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1965). 1943-1945 ბირთვული იარაღის შექმნაზე მომუშავე, მანჰეტენის პროექტის აქტიური წევრი ლოს-ალამოსში, ასევე იყო კოსმოსური შატლი „ჩელენჯერის“ კატასტროფის გამომძიებელი ჯგუფის წევრი. ფეინმანი იყო ელემენტარული ნაწილაკების გარდაქმნების ამსახველი, „ფეინმანის დიაგრამების“ შემქმნელი. თეორიულ ფიზიკაში მის ნაშრომებთან ერთად, ფეინმანს ასევე მიიჩნევენ კვანტური კომპიუტერის შექმნის ერთ-ერთ პიონერად და ნანოტექნოლოგიის კონცეფციის შემმუშავებლად.

სიცოცხლის ბოლო წლებში ფეინმანი თეორიული ფიზიკის პროფესორი იყო კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 1960 წელს, აკადემიის თხოვნით, ფეინმანი ქმნის ფიზიკის ახალ სასწავლო კურსს. მუშაობის შედეგს წარმოადგენს საავტორო სახელმძღვანელო შემდეგი სახელწოდებით „ფეინმანის ლექციები ფიზიკაში“ („The Feynman Lectures on Physics“). ეს წიგნები (ცხრა ტომი) ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე და დღემდე აღიარებულია ფიზიკის სპეციალობის სტუდენტთათვის ერთ-ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ. (…სრულად)