შინაარსზე გადასვლა

პოპოლანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოპოლანები (იტალ. popolo — ხალხი)XI-XVI საუკუნეების ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალიის ქალაქების ვაჭარ-ხელოსანთა ფენები, რომლებიც ამქრებში იყვნენ გაერთიანებული. XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დამდეგს წარმატებით ებრძოდნენ ფეოდალებს და XII საუკუნის შუა წლებისათვის გაბატონდნენ ყველაზე უფრო განვითარებულ ქალაქებში: ბოლონიაში1245 წელს, ფლორენციაში1250 წელს, პერუჯაში1258 წელს. იმ ქალაქ სახელმწიფოებში, სადაც დამყარდა პოპოლანების ძალაუფლება, შემოიღეს ამქართა წარმომადგენლების არჩევითი ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეთა შეიარაღებულ რაზმებს ეყრდნობოდა. XVII საუკუნის დამლევს ამ ქალაქებში ფეოდალებს კანონმდებლობით ჩამოერთვათ პოლიტიკური უფლებები. XV საუკუნის სენიორიის პირობებში პოპოლანების მნიშვნელობა შემცირდა. XVI საუკუნის იტალიაში დაწყებულმა კათოლიკურმა რეაქციამ პოპოლანების სოციალური ბრძოლის განახლება გამოიწვია.