პოლ გრინგრასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ გრინგრასი

პოლ გრინგრასი (ინგლ. Paul Greengrass; დ. 13 აგვისტო, 1955 წელი) არის ინგლისელი კინორეჟისორი და ყოფილი ჟურნალისტი. გრინგრასმა გადაიღო "The Bourne" - ის სამი სერია — The Bourne Supremacy, The Bourne Ultimatum და Jason Bourne. მან მოიგო "ოქროს დათვი" ბერლინის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2006 წელს გრინგრასმა მიიღო BAFTA-ს პრემია საუკეთესო რეჟისორისთვის, ფილმი — "United 93"-ის გადაღების გამო. პოლს ასევე გადაღებული აქვს ფილმები — "Green Zone" (2010), "Captain Philips" (2013) და "Omagh".

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ გრინგრასი დაიბადა სარიში, 1955 წლის 13 აგვისტოს. მისი მამა მუშაობდა მეზღვაურად, ხოლო დედა მასწავლებლად. მისი ძმა არის ინგლისელი ისტორიკოსი მარკ გრინგრასი. გრინგრასმა განათლება მიიღო ვესტკურტის დაწყებით სკოლაში და გააგრძელა გრეივსენდის გრამატიკის სკოლაში. მოგვიანებით ის სევენოუქსის სკოლაში სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი ჩაირიცხა კემბრიჯის უნივერსიტეტი. კემბრიჯში პოლმა შეისწავლა ინგლისური ლიტერატურა.

პოლ გრინგრასი

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ გრინგრასი დაქორწინებული ადამიანია. ის დაქორწინებულია თავის დიდი ხნის სიყვარულზე, ჯოანა ქეიზე. ის ნიჭიერი აგენტია. არ არსებობს ინფორმაცია მათი ქორწილის თარიღისა და დეტალების შესახებ. წყვილს სამი შვილი ჰყავს.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრინგრასი მუშაობდა პროდიუსერად ბრიტანეთის მიმდინარე საქმეთა პროგრამაში - "World in Action". იმ პერიოდში პოლი, ასევე თანაავტორობდა პიტერ რაიტის, MI5 – ის დირექტორის ყოფილი თანაშემწის ცნობილ წიგნს — "Spycatcher" - ს. ვინაიდან პიტერმა თავის წიგნში აღწერა ქვეყნის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ბრიტანეთის მთავრობამ წიგნის აკრძალვა სცადა, მაგრამ წარუმატებლად.

კინო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ გრინგრასი ბავშვობიდან კინემატოგრაფიით იყო დაინტერესებული და სურდა, რომ გამხდარიყო რეჟისორი. გრინგრასმა აისრულა ოცნება და გახდა რეჟისორი და პროდიუსერი. 1996 წელს მან გადაიღო ფილმი „The One That Got Away“. შემდეგ, 1997 წელს გრინგრასმა დაწერა და გადაიღო ფილმი — "The Fix", რომელიც ეხება 1964 წლის ბრიტანეთის ფეხბურთის ფსონების სკანდალს. შემდეგ წელს მან გადაიღო ფილმი — "The Theory of Flight", სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ჰელენა ბონემ კარტერი და კენეთ ბრანა.

მისი შემდეგი ნამუშევარი იყო "The Murder of Stephen Lawrence" (1999). ფილმში გამოიკვლიეს შავკანიანი ახალგაზრის, სტივენ ლოურენსის მკვლელობა და მიტროპოლიტის პოლიციის მიერ ჩატარებული არასათანადო გამოძიებები. პოლის შემდეგი ნამუშევარი იყო "Bloody Sunday" (2002), ნაშრომი პოლმა შექმნა 1972 წლის სისხლიანი კვირის სროლების საფუძველზე, რომლის დროსაც ბრიტანელმა ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ირლანდიელი ანტი-ინტერნატიული აქტივისტი დახვრიტა.

2004 წელს გრინგრასმა დაწერა წიგნი — "Omagh", რომელმაც მოიგო ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდო საუკეთესო დრამისთვის.

ამ წარმატების შემდეგ, 2002-2016 წლებში მან გადაიღო "The Bourne" - ის სამი ნაწილი: "The Bourne Identity" (2002), "The Bourne Ultimatum" (2007) და "Jason Bourne" (2016).

2007 წელს გრინგრასი ბრიტანული რეჟისორების პროფესიონალური ასოციაციის — Directors UK - ის თანადამფუძნებელი იყო.

2010 წელს პოლი ხელმძღვანელობდა "Green Zone" - ის გადაღებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.sunsigns.org/famousbirthdays/d/profile/paul-greengrass/#:~:text=Paul%20Greengrass%20is%20an%20English%20filmmaker%20and%20former,International%20Film%20Festival%20for%20the%20film%20Bloody%20Sunday

https://fampeople.com/cat-paul-greengrass

https://marriedbiography.com/paul-greengrass-biography/

https://www.imdb.com/name/nm0339030/bio?ref_=nm_ov_bio_sm

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]