პოდენკო იბისენკო
წარმოშობის ქვეყანა | ესპანეთი | |||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
პოდენკო იბისენკო (ესპ. podenco ibicenco) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ესპანეთში უძველეს ხანაში.
რამდენიმე ათასი წლის წინ ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე პოდენკო იბისენკო ვაჭრებმა ჩაიყვანეს. ეს ჯიში გავრცელდა, ასევე, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე. პოდენკო იბისენკოს ბალანი შეიძლება იყოს უხეში, გლუვი ან გრძელი, სხვადასხვა შეფერილობის, მათ შორის თეთრი, თეთრი-ჟღალით, ჟღალი. პოდენკო იბისენკო დიდი ხნის წინ გავრცელდა ესპანეთშიც, სადაც მას ნადირობისას იყენებენ. პატრონის ერთგული ეს ძაღლი ხშირად ფრთხილია უცხოებთან.
აქვს ძლიერი თეძოები, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად განავითაროს დიდი სიჩქარე. დიდი ყურები კარგად იჭერს ხმებს, რაც ეხმარება ნადირობისას, აქვს ცოცხალი და სუფთა ქარვისფერი თვალები, გრძელი კუდი. პოდენკო იბისენკო ცუდად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. კარგად ეგუება სიცხეს, ძნელად იწვრთნება, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.